ინფორმაციის შეფასების ინსტრუმენტი - CRAAP ტესტი
03 აპრ. 2024
914 ნახვა

ტექნოლოგიურ განვითარებას, მრავალ სარგებელთან ერთად, ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკებიც ახასიათებს. დღესდღეობით, ინფორმაციის მოძიება პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუმცა, აუარება ინფორმაციაში რთულია ყალბი და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ამიტომაც, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა CRAAP ტესტი, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის შეფასებაში.

CRAAP ტესტი 5 კრიტერიუმს ეყრდნობა - სიახლე, რელევანტურობა, ავტორიტეტი, სიზუსტე, მიზანი და თითოული მათგანის შესაფასებლად რამდენიმე კითხვას გვთავაზობს:

 

  1. Currency (სიახლე): ინფორმაციის დროსთან შესაბამისობა
  2.  
  • როდის გამოქვეყნდა ინფორმაცია?
  •  
  • - არის თუ არა ინფორმაცია განახლებული?
  •  
  • თქვენი თემისთვის უახლესი ინფორმაცია გჭირდებათ, თუ ძველი წყაროც მისაღებია?
  •  
  • - თუკი ონლაინ რესურსია, მუშაობს თუ არა ყველა მითითებული ბმული?

 

  1. Relevance (რელევანტურობა): ინფორმაციის თქვენს საჭიროებასთან შესაბამისობა
  2.  
  • პასუხობს თუ არა ინფორმაცია თქვენს თემას/კითხვებს?
  •  
  • ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია?
  •  
  • - არის თუ არა ინფორმაცია გადმოცემული შესაბამისი ფორმით (ზედმეტად მარტივი ან რთული ხომ არ არის)?
  •  
  • - მოიკვლიეთ თუ არა სხვა წყაროები, ვიდრე ამ კონკრეტული რესურსის გამოყენებას გადაწყვეტდით?
  •  
  • შეძლებთ თუ არა ამ წყაროს მითითებას თქვენი კვლევის ბიბლიოგრაფიაში?

 

  1. Authority (ავტორიტეტი): ინფორმაციის წყარო
  2.  
  • ვინ არის ავტორი/გამომცემელი/წყარო/სპონსორი?
  •  
  • რომელ ორგანიზაციას წარმოადგენს ავტორი ან რა დამსახურება აქვს მას?
  •  
  • - აქვს თუ არა ავტორს ამ თემაზე წერისათვის შესაბამისი კვალიფიკაცია?
  •  
  • მითითებულია თუ არა ავტორის/გამომცემლობის საკონტაქტო ინფორმაცია?
  •  
  • - თუკი ონლაინ წყაროა, URL ხომ არ შეიცავს ავტორის ან წყაროს შესახებ რაიმე ინფორმაციას?

 

  1. Accuracy (სიზუსტე): შინაარსის სანდოობა და სიზუსტე
  2.  
  • საიდან მოდის ინფორმაცია?
  •  
  • - გამყარებულია თუ არა ინფორმაცია მტკიცებულებებით?
  •  
  • - არის თუ არა ინფორმაცია გადამოწმებული?
  •  
  • - შეგიძლიათ თუ არა ინფორმაციის გადამოწმება სხვა წყაროებში ან საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით?
  •  
  • - არის თუ არა გამოყენებული ენა მიუკერძოებელი და ემოციებისგან თავისუფალი?
  •  
  • შეიცავს თუ არა ინფორმაცია გრამატიკულ ან ბეჭდვით შეცდომებს?

 

  1. Purpose (მიზანი): ინფორმაციის შექმნის მიზანი
  2.  
  • რა განზრახვით შეიქმნა ინფორმაცია (ინფორმირება, სწავლება, გაყიდვა, გართობა, დარწმუნება და ..)?
  •  
  • - არის თუ არა ავტორის/სპონსორის განზრახვა ცხადი?
  •  
  • - არის თუ არა ინფორმაცია ფაქტი, მოსაზრება ან პროპაგანდა?
  •  
  • - რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელი არის ავტორის შეხედულება?
  •  
  • რამდენად შეიცავს ინფორმაცია პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, კულტურულ, რელიგიურ, ინსტიტუციურ ან პირად მიკერძოებას?

წყარო: California State University. (2010). https://library.csuchico.edu/sites/default/files/craap-test.pdf