კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან, ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს. ღონისძიება იმ ტრენერებთან შეხვედრით დაიწყო, რომლებიც მომავალში პედაგოგებს გადაამზადებენ. შეხვედრა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა და ტრენერებს ინფორმაცია აღნიშნული პროექტის საკითხებსა და მათ სწორად სწავლებაზე მიაწოდა.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა. პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნავს.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
39 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
52 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
77 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
88 დღის წინ