ტროლები, ბოტები და კიბორგები
07 ივნ. 2022
3488 ნახვა

21- საუკუნე, ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეაო გაგონილი გექნებათ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანის ცხოვრება ბევრად გაამარტივა და გააუმჯობესა კიდეცმაქვს სმარტფონი, რომელიც მუდამ თან დამაქვს და რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული სიახლის გაგება და მასზე რეაგირება შემიძლია. ერთი შეხედვით, ყველაფერი გამარტივებულია არა? თუმცა ამ სიმარტივეს გარკვეული სირთულეებიც ახლავს.
Fake News და დეზიმფორმაცია 21- საუკუნეში საკმაოდ პოპულარული სიტყვებიაისინი ყალბ ინფორმაციას აღნიშნავენ და მათ უსწრაფეს გავრცელებას სწორედ ტექნოლოგიების  განვითარებამ შეუწყო ხელი.  

ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელება ტროლების, ბოტებისა და კიბორგების დიდი დამსახურებით ხდებავინ არიან ისენი? მე ტროლის და კიბორგის გაგონებაზე ანტიკური ხანის მწვანე და უშნო ქმნილებები დამიდგნენ თვაალწინ. შენ? 

ბოტი

ბოტი  სოციალური ანგარიშია, რომლის უკან კომპიუტერული პროგრამაა. ბოტის  მიზანი საზოგადოებაში სხვადასხვა, განსხვავებულიმცდარი, მიკერძოებული აზრის ან სიახლის გავცელებაა, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. 

2016 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია სექტემბერსა და ოქტომბერში გაგზავნილი 

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში  არჩევნებთან დაკავშირებული ტვიტები და დაადგინა, რომ 5-დან 1 ბოტის მიერ იყო დაწერილი.

კიბორგი

კიბორგი არის ბოტის ანგარიში, რომელსაც კონკრეტული ადამინებიც აკონტროლებენ, რათა სოციალურ ანგარიშს ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც შესძინოს. ფაქტობრივად ბოტისა და ადამიანის ჰიბრიდია

ტროლი

ტროლი სოციალური მედიის ყალბი ანგარიშია, რომელიც იპარავს სხვისას ან მალავს საუკთარ ვინაობას. ბოტისგან განსხვავებითტროლი ჩვეულებრივი ადამიანია და თვითონვე მართავს საკუთარ სოციალურ ანგარიშს. ტროლის მიზანიც იგივეა, რაც ბოტის - გაავრცელოს ყალბი ამბები და საზოგადოებას საკუთარი მცდარი და მიზანმიმართულად შექმნილი აზრი მოახვიოს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

იმისათვის რომ, თავიდან ავიცილოთ მცდარი ამბები სიახლე, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხვდებით მომენტალურად არ დავიჯეროთ ის, არ გამოვხატოთ რეაქცია და არ გადავაზიაროთ იქამდე, სანამ არ გადავამოწმებთ მას სხვადასხვა ჩვენთვის სანდო ვებ გვერდებსა თუ წყაროებზე.

თუკი, პოსტის ქვეშ გადავაწყდებით აგრესიულ ან გაზვიადებულ კომენტარს შეგვიძლია რამდენიმე ხერხის გამოყენებით გადავამოწმოთ, არის თუ არა კომენტარის ავტორი ტროლი, თუ ბოტი.

1.  გადავდივართ მის პროფილზე;
2.  ვამოწმებთ აქვს თუ არა განთავსებული პერსონალური ინფორმაცია;
3.  უდევს თუ არა საკუთარი სურათები;
4. 
ვაკვირდებით რას აზიარებს, საიდან და რა დროს აზიარებს პოსტებს, რადგან მაგალითად ბოტებს  24 საათის განმავლობაში დაუღალავად შეუძლიათ პოსტვა;
5.  ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა პროფილის  URL ექაუნთის სახელს.

ამ ინდიკატორების შეფასებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანგარიში ტროლს, ბოტს ან სულაც კიბორგს ეკუთვნის. ამიტომ აუცილებელია ინფორმაციის მიღების პროცესში მსგავს დეტალებს ყოველთვის დავაკვირდეთ.

წყარო: https://kentsero.ge/blog/trolebi-botebi-da-kiborgebi