მედიაშეტყობინებების ანალიზისას დასმული საკვანძო კითხვები
08 ნოე. 2022
1430 ნახვა

აუდიტორია & ავტორობა

  • ავტორობა - ვინ შექმნა ეს მედიაშეტყობინება?
  •  
  • მიზანირატომ შეიქმნა ეს მედიაშეტყობინება? ვინ არის ამ შეტყობინების სამიზნე აუდიტორია (რა ვიცით ამის შესახებ)?
  •  
  • ეკონომიკა - ვინ გადაიხადა საფასური მედიაშეტყობინების შესაქმნელად?
  •  
  • გავლენა - ვინ შეიძლება ნახოს სარგებელი ამ მედიაშეტყობინებიდან?
  • ვინ შეიძლება დაზარალდეს ამ მედიაშეტყობინებით?
  • რატომ შეიძლება ჰქონდეს ამ მედიაშეტყობინებას ჩემთვის     მნიშვნელობა?
  • რეაქცია - რა სახის მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს ამ შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად?
  •  

შეტყობინებები & მნიშვნელობები

  • კონტენტი - რის შესახებ არის მედიაშეტყობინება (და რა გვაფიქრებინებს ამას)?
  • რა იდეებს, ღირებულებებს, ინფორმაციას და/ან შეხედულებას გადმოსცემს? გულისხმობს?
  • რა არის გამოტოვებული შეტყობინებაში, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანი იქნებოდა?
  •  
  • ტექნიკა - რა ტექნიკებია გამოყენებული მედიაშეტყობინებაში?
  • რატომ გამოიყენეს ეს ტექნიკები?
  • როგორ გადმოსცემენ ეს ტექნიკები შეტყობინებას?
  •  
  • ინტერპრეტაცია - როგორ შეიძლება გაიგონ სხვადასხვა ადამიანებმა ეს შეტყობინება
  • როგორია ჩემი ინტერპრეტაცია ამ შეტყობინების შესახებ და რა ვისწავლე ჩემი რეაქციიდან ან ინტერპრეტაციიდან გამომდინარე?

წარმოდგენები & რეალობა

  • კონტექსტი - როდის შეიქმნა ეს მედიაშეტყობინება?
  • სად და როგორ მოხდა შეტყობინების გავრცელება საზოგადოებაში?
  •  
  • სანდოობა - ეს ფაქტია, შეხედულება თუ სხვა რამ?
  • რამდენად სანდოა (და რა მიგვანიშნებს მის სანდოობაზე)?
  • რა არის ინფორმაციის წყარო, იდეა ან მტკიცება?
  •  

წყარო: მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაცია (NAMLE), მედიაწიგნიერების სწავლების ძირითადი პრინციპები შეერთებულ შტატებში (2007 .), http://www.namle.net/core-principles/

http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf