ComCom ზუგდიდსა და აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს
13 თებ. 2024
673 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებშიციფრული მხარდაჭერის პროგრამისგანხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 11 და აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის 135 სოფლის 3500-ზე მეტი მოსახლე ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობაში გადამზადდა.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia- შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.