კომუნიკაციების კომისიამ გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. ComCom-ის წარმომადგენლები ასევე სამიზნე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-მოდულები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის.
კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს 17 სამიზნე სოფელში ჩაატარებს: აძვში, ახალშენში, ყელქცეულში, ქორდში, ქვემო ახალსოფელში, ქვემო შავშვებში, მარანაში, ნადარბაზევში, ნაწრეტში, სათბურის დასახლებაში, შერთულში, თედოწმინდაში, თერგვისში, ციცაგიანთკარში, ვარიანის მეურნეობაში, ზემო რეხასა და ზემო სობისში. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. ტრენინგებზე დასასწრებად დაუკავშირდით პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 595 992 402.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. პროექტი უკვე 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და 14 000-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
მეტი ამ კატეგორიიდან

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
1 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
203 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
206 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 240-მდე ადგილობრივი გადაამზადა
225 დღის წინ



