ონლაინ პლათფორმების მომხმარებლების უმეტესობას სურს, რომ შეიძინოს ახალი მეგობრები, თუმცა ეს ყოველთვის უსაფრთხო არ არის. ხშირად ადამიანები ონლაინში თავს წარმოაჩენენ სხვა ადამიანებად.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფრთხილად იყავი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევ. შეიძლება ვინმე გატყუებდეს, რომ არის შენი ასაკის, თუმცა მასთან კომუნიკაციით მიხვდე, რომ ის აშკარად იტყუება. ასევე, განსაკუთრებულად ფრთხილად იყავი, თუ ისინი გთხოვენ, რომ მათ გაუგზავნო შენი სურათი ან პირადი მონაცემები.
როგორ მოვიქცე?
უთხარი დედას, მამას ან უფროს ადამიანს. მათ შეუძლიათ დაგიცვან და სწორად განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა მოიქცე.
ონლაინში გაცნობილი ადამიანი ყოველთვის ის არ არის როგრც წარმოგვიჩენს თავს
ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ონლაინში გეკონტაქტებიან უნდათ, რომ გვემეგობრონ ან გესაუბრონ. პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი არ არის. ისინი ხშირად თავს სხვა ადამიანებად გვაჩვენებენ.
ვინმე შეიძლება გატყუებდეს, რომ შენი ასაკისაა. მას შემდეგ, რაც მოიპოვებს შენს ნდობას, შეიძლება ზიანი მოგაყენოს და გაგაკეთებინოს რაიმე არასასიამოვნო, ან მიუღებელი.
ეს შეიძლება იყოს უცხო, ან ნაცნობი ადამიანი. ასეთ დროს, შეიძლება რთული იყოს მიხვდე რას უნდა მიაქციო ყურადღება.
რას უნდა მიაქციო ყურადღება?
გრძნობ, რომ რაღაც არასწორია - დაუჯერე შენს შეგრძნებებს და ინტუიციას.
რაღაცები ერთმანეთს არ ემთხვევა - ის ინფორმაცია, რაც ონლაინში უდევს არ ემთხვევა მის ლაპარაკს შენთან საუბრისას.
გეუბნებიან, რომ მათი ვიდეოთვალი გაფუჭებულია - ზოგი ადამიანი, რომელიც შეიძლება შენთვის ზიანის მოყენებას ცდილობდეს გეუბნება, რომ შენი ასაკის გოგო ან ბიჭია, როდესაც სინამდვილეში შეიძლება ბევრად უფროსი იყოს, ამიტომ გეუბნება, რომ მისი კამერა გაფუჭებულია, რათა ვერ დაინახო ისინი.
მუდმივად გეკონტაქტებიან და ცდილობენ სხვადასხვა სოციალური ქსელით დაგიკავშირდნენ - მაგალითად: თუ ვინმე გაიცანი ონლაინ ვიდეოთამაშის დროს და მას უნდა, რომ პირადად გემესიჯოს.
გეკითხებიან კიდევ ვინ იყენებს შენს კომპიუტერს ან ტაბლეტს - ან გეკითხებიან სახლში რომელ ოთახში ზიხარ.
ისინი გთხოვენ, რამეს და შემდეგ გპირდებიან, რომ თვითონაც გაგიკეთებენ რაღაცას - ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ გავნონ ხშირად გპირდებიან და გიკეთებენ რაიმეს, რათა მოიპოვონ შენი ნდობა.
ისინი კარგ სიტყვებს გეუბნებიან ჩაცმულობაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყურება შენი სხეული - ან გეკითხებიან ასეთ რამეს: „გიკოცნია ვინმესთვის?“
გაძალებენ შეხვედრას - მუდმივად იმაზე გელაპარაკებიან, რომ სადმე შეხვდე და ცუდად გაგრძნობინებენ თავს იმ შემთხვევაში, თუ უარს ეუბნები.
გეუბნებიან, რომ თქვენი ურთიერთობის შესახებ არავის მოუყვე - ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ზიანი მოგაყენოთ ცდილობენ, რომ არავინ გაიგოს თქვენი ურთიერთობის შესახებ.
რა უნდა ვქნა, როცა რაღაცა ცუდი ხდება?
- თუ ონლაინ მეგობარი არაკომფორტულად ან შემაშინებლად გაგრძნობინებს თავს, ან გრძნობ, რომ რაღაც არასწორად არის, შეგიძლია ყოველთვის მოძებნო გამოსავალი და ითხოვო დახმარება.
- გახსოვდეს, როცა რამე არასწორად მიდის ეს შენი ბრალი არ არის.
- იმ შემთხვევაშიც თუ თვლი, რომ რაიმე არასწორი, ან სასირცხვილო გააკეთე დახმარების თხოვნის არ უნდა შეგეშინდეს, ყველა ეცდება შენს გვერდით დადგეს.
შეგიძლია მიყვე ამ ნაბიჯებს:
1. დაელაპარაკე სანდო უფროს ადამიანს - რაც ხდება უთხარი შენს მშობელს, აღმზრდელს ან სანდო უფროს ადამიანს.
2. შეაგროვე მტკიცებულებები და დაბლოკე ეს ადამიანი - მანამდე სანამ დაბლოკავ ზეწოლის მომხდენ ადამიანს, თხოვე უფროსს, რომ დაგეხმაროს მიმოწერისთვის სურათის გადაღებაში და შეინახე ეს ინფორმაცია.
3. შეატყობინე პოლიციას - დარეკე პოლიციაში, ან მშობელთან ერთად მიდი განყოფილებაში, რათა განაცხადი გააკეთო ამის შესახებ.
4. მიიღე დახმარება და მხარდაჭერა - დაეკონტაქტე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, ან სოციალურ მუშაკებს.