განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ვანის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა..
კომუნიკაციების კომისია ვანის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს ზედა გორაში, ზეინდარში, იმერუხეთში, ინაშაურში, რომანეთში, საპრასიაში, სულორში, უხუთსა და ძულუხში ჩაატარებს. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
ComCom-ის წარმომადგენლები ასევე, პროგრამის გაცნობის მიზნით, ვანის სამიზნე სოფლების მოსახლეობასაც შეხვდნენ.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
5 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
33 დღის წინ

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
107 დღის წინ

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
143 დღის წინ



