ComCom-მა აბაშის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
25 მარ. 2024
611 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

კომუნიკაციების კომისიამ აბაშაშიციფრული მხარდაჭერის პროგრამისგანხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სოფელ გეზათის და გულუხეთის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. სპეციალისტების დახმარებით, ბენეფიციარებმა  ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნის და გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამჟამად კი, პროგრამა ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომციფრული მხარდაჭერის პროგრამაპროექტ Log-in Georgia- შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.