სოციალური მედია
25 ოქტ. 2021
7260 ნახვა

რა არის სოციალური მედია?
 

სოციალური მედიის აპლიკაციები, როგორებიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი, სნეპჩეტი, თიქთოქი, დიდი პოპულარობით სარგებლობენ ახალგაზრდებს შორის. ამ ტიპის ვებ-გვერდები და აპლიკაციები ახალგაზრდებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ შექმნან კრეატიული კონტენტი, დაამყარონ კომუნიკაცია მეგობრებთან, გაუზიარონ ერთმანეთს ფოტოები და ვიდეოები ან უბრალოდ, გაერთონ! ბევრ ვებ-გვერდს და აპლიკაციას გააჩნია მინიმალური ასაკის ავტორიზაციის პარამეტრები. ძირითადად სოციალური მედია გათვლილია მინიმუმ 13 წლის ასაკის მომხმარებლისთვის.

 

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ?

ინტერნეტი შესაძლოა იყოს ფანტასტიკური ადგილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რაც მათ აძლევს უამრავ შესაძლებლობას და წვდომას ინფორმაციასა თუ ინოვაციაზე. სოციალური მედიის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდები სოციალურ მედიას უფროსებისგან განსხვავებულად იყენებენ. მოზარდები უფრო აქტიურად სარგებლობენ ონლაინ აპლიკაციებით, თამაშებით და მისდევენ ონლაინ ტრენდებს.

მნიშვნელოვანია რომ უფროსებმა აქტიური ინტერესი გამოიჩინონ მოზარდებთან ურთიერთობის დროს სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ თემებზე და ესაუბრონ მათ უსაფრთხოებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც სოციალური მედია მათ აყენებს.

რა არის სოციალურ მედიასთან დაკავშირებული რისკები?

სოციალური მედია გამოწვევებით არის სავსე და მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულებმა მოზარდებს ასწავლონ, როგორ უნდა გააკეთონ იდენტიფიკაცია და მენეჯმენტი იმ რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, რომელსაც სოციალურ მედიაში ვხვდებით. მათი დაჯგუფება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებად: შინაარსი, კონტაქტი და ქმედება.

შინაარსი, რისკები

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური მედია არის გართობის და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება და სასწავლო პლატფორმა, შეუძლებელია იმის გაკონტროლება, თუ რა ინფორმაციას გააზიარებენ და გამოაქვეყნებენ მომხმარებლები. ხშირად ეს ინფორმაცია საზიანო კონტენტია (გამოქვეყნებები, კომენტარები, ფოტოები და ვიდეოები), რომელიც შესაძლოა მოზარდებმა ნახონ. ეს შესაძლებელია მოხდეს შემთხვევითი დაწკაპუნებით გარე ბმულზე ან გაუაზრებლად  არასასურველი კონტენტის ნახვა-მიღებით.

 

მოზარდებს უნდა ახსოვდეთ, რომ კონტენტი, რომელსაც ისინი ატვირთავენ სოციალურ მედიაში, შესაძლოა, ვირუსულად გავრცელდეს ძალიან მოკლე დროში და შესაბამისად, მისი სრულიად წაშლა შეუძლებელია. მოზარდებისთვის, რომლებიც ქმნიან შეუფერებელ, რეპუტაციის შემლახველ და არალეგალურ კონტენტს, შესაძლოა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები, როგორებიცაა უსიამოვნებები სკოლაში, მეგობრებთან და სამართალდამცავ ორგანოებთანაც კი. ეს გამოქვეყნების შინაარსზეა დამოკიდებული.

შინაარსი, რჩევა  
 

განათლება საუკეთესო იარაღია მოზარდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ჰქონდეთ ხელშეწყობა და მუდმივად ხდებოდეს მათი უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა.

 

სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარებამდე, მოზარდი უნდა დაფიქრდეს, გააკეთოს ანალიზი, რამდენად სურს ამ ინფორმაციის სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარება. მშობლები და მასწავლებლები უნდა ესაუბრებოდნენ მათ, აძლევდნენ რჩევებს. როგორ უნდა სოციალურ მედიაში, რა გამოიწვევს მის განაწყენებას ან შელახავს მის რეპუტაციას. რა არის უკეთესი - სოციალური ქსელის გამოყენების შეწყვეტა, გაჯეტის ან კომპიუტერის გამორთვა, უფროსის საქმის კურსში ჩაყენება თუ სხვა? ეს არის ის საკითხები, რაზეც უფროსები მოზარდებს უნდა ესაუბრებოდნენ. 

 

კომუნიკაცია, რისკები
 

სოციალური მედია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მოზარდებს კომუნიკაცია ჰქონდეთ სხვა თანატოლებთან მათი რეალური ცხოვრების სამეგობროს მიღმა. ეს კავშირები შესაძლოა იყოს ძალიან პოზიტიური, რადგანაც მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ონლაინ მეგობრები, თანამოაზრეები, ვისაც იგივე ტიპის საკითხები აწუხებთ, ასევე, მათ შეუძლიათ შეხვდნენ ისეთ ადამიანებს, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ვერც გაიცნობდნენ. თუმცა არსებობს შეუფერებელი და რისკების მომტანი რისკები, რაც შესაძლოა მოჰყვეს არასასურველ ონლაინ ნაცნობობას. არის შემთხვევები, როდესაც ნამდვილ ასაკს მალავს უფროსი ან ანონიმურ მომხმარებლად გვევლინება სოციალურ მედიაში.

 

კომუნიკაცია, რჩევა
 

მოზარდების სოციალური მედიის ანგარიში დაცული უნდა იყოს პირადი პარამეტრებით და ამ მიმართულებით მათ შესაძლოა დახმარება ესაჭიროებოდეთ.

 პარამეტრების სწორად მართვის შემთხვევაში, მოზარდებს ექნებათ კონტროლი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც გააზიარებენ და იმაზეც თუ ვინ შეძლებს მათთან კომუნიკაციის დამყარებას. მოზარდებს სჭირდებათ შეხსენება, რომ სოციალურ მედიაში ძალიან კარგი მეგობრების შეძენის შემთხვევაშიც კი, ისინი მაინც უცნობები არიან და შესაძლოა, ნამდვილ ვინაობასთან დაკავშირებით ცრუობდნენ კიდეც. შეახსენეთ, რომ ნამდვილი და კარგი მეგობარი, როგორც ონლაინ, ასევე რეალურ ცხოვრებაში, არასდროს მოსთხოვს მათ იმის გაკეთებას, რაც მათი კომფორტის ზონიდან გასვლას საჭიროებს.

ონლაინ მეგობრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, თუ მეგობარი მოზარდს პირადი ინფორმაციის გაზიარებას, შეხვედრას, ან შეუფერებელი ფოტოს გაგზავნას თხოვს, მოზარდმა ამის შესახებ საქმის კურსში უფროსი, მშობელი ან მისთვის სანდო ადამიანი დაუყონებლივ უნდა ჩააყენოს.

 

ქმედება

სოციალური მედიის გამოყენებისას, მოზარდის ონლაინ მეგობრების წრე შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში მეგობრების რაოდენობას აღემატებოდეს. ამიტომ, რთულია იმის გაკონტროლება, თუ ვისთან ამყარებს მოზარდი ონლაინ კომუნიკაციას. ზრდილობა და პატივისცემა ონლაინ სივრცეშიც არ უნდა დავკარგოთ, თუმცა ანონიმურობის მიღმა ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ვერ ხედავენ და მათი ქმედებები შეუმჩნეველია.

უთხარით მოზარდებს, რომ თქვენთან საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ. თუ ონლაინ შემთხვევის შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებენ, დაუყოვნებლივ დაარწმუნეთ, რომ ეს იყო სწორი საქციელი. მოუწოდეთ მოზარდებს, რომ არასოდეს ეცადონ სამაგიეროს გადახდას ან ბოროტების გაკეთებას ონლაინ სივრცეში, გამოიყენონ დაბლოკვის და დარეპორტების მექანიზმები თამაშებზე, აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებზე იმისთვის, რომ აღკვეთონ შეუფერებელი კონტენტის შემოდინება და გადაიღონ სქრინშოთები დასაბუთებისთვის. სწრაფი რეაგირება ონლაინ პრობლემასთან მიმართებაში ყოველთვის ხელს უწყობს ამ პრობლემის დროულ აღმოფხვრას.

წყარო: Childnet International