სტერეოტიპები და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა
05 მაი. 2023
2208 ნახვა

მედიაწიგნიერების მნიშვნელოვანი ასპექტია იმის შესწავლა, თუ როგორ სახით არის მედიაში საზოგადოების ჯგუფები წარმოჩენილი. მათმა  გამოსახვამ გარკვეული მიმართულებით, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სტერეოტიპებ და მიკერძოებების ჩამოყალიბებას.

სტერეოტიპი წარმოადგენს, განზოგადებულ აზრს ადამიანის ჯგუფების გარკვეული პიროვნული თვისებების ან მახასიათებლების შესახებ, რომელიც ჩამოყალიბებულია შეზღუდული ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე. სტერეოტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია გარკვეული ჯგუფების მიმართ, რაც ისეთ მგრძნობიარე საკითხებთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა: ეროვნება, ეთნოსი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასაკი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, პროფესია და  მრავალი სხვა.

სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს კოგნიტური და ემოციური ფაქტორები, რის გამოც ძალიან მარტივია მისით მანიპულირება და მიზანმიმართულად გამოყენება. ადამიანები მეტ ყურადღებას აქცევენ მედიაში გავრცელებულ, მათი რწმენების შესატყვის ინფორმაციას და ყურადღების მიღმა რჩებათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო ბუნდოვანი ინფორმაციის ინტერპრეტირებას საკუთარი მოლოდინების შესატყვისად ახდენენ. სწორედ, ასეთი ბუნდოვანი ინფორმაციის მიწოდების შედეგად შესაძლებელია  მცდარი გადაწყვეტილებები მიღება.

აღნიშნულ სტერეოტიპებთან საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მედიაწიგნიერი ადამიანი წარმოადგენს. რაც გულისხმობს მედიის შინაარსის კრიტიკულ ანალიზსა და იმის გაგებას, თუ რა გავლენას ახდენს მედია ჩვენს აღქმებსა და დამოკიდებულებებზე. იმის შესწავლით, თუ როგორ არის მედიაში გარკვეული ჯგუფები წარმოჩენილი, შეგვიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ სტერეოტიპებსა და მიკერძოებულობის წინააღმდეგ.

რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება მედიაწიგნიერებამ ხელი შეუწყოს  სტერეოტიპების დარღვევას

მედია მესიჯების გაანალიზება: მედიაწიგნიერება ადამიანებს ასწავლის მედია მესიჯების კრიტიკულად გაანალიზებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წარმოდგენილ ვარაუდებსა და მიკერძოებებს, რაც ხელს უწყობს სტერეოტიპების გამოვლენას.

სტერეოტიპების ამოცნობა: იმ თემებისა და მესიჯების გააზრებით, ამოცნობითა და მათზე დაკვირვებით, რომლებიც გავრცელებულია მედიაში თუ საზოგადოებაში, ინდივიდებს შეუძლიათ  აღმოაჩინონ და შეისწავლონ სტერეოტიპების განმტკიცების მიზეზები.

მედია აქტივობებში ჩართვა: მედიაწიგნიერება ინდივიდებს აძლევს უნარს შექმნან საკუთარი მედია მესიჯები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სტერეოტიპებს და მედიაში გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს. ასეთი არგუმენტების სიმრავლე კი ხელს შეუწყობს მედიაში მრავალფეროვანი და ინკლუზიური ინფორმაციის სიმრავლეს

წყარო: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000161157

https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/media-issues/stereotyping