ყალბი ინფორმაცია
13 დეკ. 2022
6034 ნახვა

რა არის ყალბი ინფორმაცია?

ყალბი ინფორმაცია არის გამოგონილი ან გადაკეთებული ამბავი, რომელიც შეიძლება ჰგავდეს ახალი ამბების მედიის შინაარსს, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს საინფორმაციო მედიის სარედაქციო ნორმებს და არ ეყრდნობოდეს პირველწყაროს.

ინფორმაცია, რომელიც განზრახ არის შექმნილი, გაყალბებული და გავრცელებული კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რაც მოიაზრებს მკითხველის ან მაყურებლის მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას, მათზე ზეგავლენის მოხდენას, მანიპულირებას, მოსახლეობაში საყოველთაო დაბნეულობის გამოწვევასა და პროპაგანდის გავრცელებას. ამასთანავე, ყალბი ინფორმაცია შესაძლოა კომერციული მიზნებისთვისაც ვრცელდებოდეს, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიის გაფართოებასა და მეტი შემოსავლის მიღებას.

ინფორმაციით მანიპულირების მეთოდები:

პროპაგანდა - ისტორიები, რომლებიც შექმნილია აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით და შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, შექმნას და შეცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი;

მაცდური სათაურები - „ფეიკ ნიუსები" შესაძლოა მთლიანობაში არ იყოს ყალბი, მაგრამ გაზვიადებული იყოს სენსიტიური სათაურებით. ეს არის ისეთი ინფორმაცია, სადაც სათაური ან თანდართული ფოტო არ ასახავს გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს;

ქლიქბეითი - „ფეიკ ნიუსები" შეიცავს სხვადასხვა ისტორიებს, რომლებიც მიზანმიმართულად არის შექმნილი ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობისა და ფინანსური სარგებლის გასაზრდელად. მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის გამოგონილი და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს;

“დაუდევარი” ჟურნალისტიკა - ზოგჯერ ჟურნალისტები და მედიასაშუალებები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც არ არის სანდო წყაროსგან მოპოვებული და მასში მოცემული ყველა ფაქტი არ არის სათანადოდ გადამოწმებული, რის შედეგადადაც, არამიზნობრივად ხდება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა;

სატირა/პაროდია - ბევრი საინფორმაციო ვებ-გვერდი და სოციალური მედიის ანგარიშებზე ქვეყნდება სხვადასხვა „ფეიკ ნიუსი", რომლებიც მოიცავს გასართობ და პაროდიულ ინფორმაციას. შესაძლოა საზოგადოების მიერ აღქმული იქნას, როგორც სიმართლე;

ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი ინფორმაციის კონკრეტული სახეობების გარდა, დამატებით არსებობს უნებლიედ და დაუდევრობით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, შეთქმულების თეორიები, ჭორები და მიკერძოებები, ინტერპრეტირებული ამბები და ეჭვები, რომლებიც მტკიცებით კონტექსტში ვრცელდება;

ყალბი ინფორმაციის პრობლემა, რატომ არის მსოფლიოში ყალბი ინფორმაციის გავრცელება მზარდი?

მსოფლიოს მასშტაბით ყალბი ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე საგრძნობლად უსწრებს ნამდვილი ინფორმაციის გავრცელებას, რაც მსოფლიოში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ყალბი ინფორმაციის ასეთი სისწრაფით გავრცელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. გამოიწვიოს პოლარიზება და საზოგადოებებს შორის დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს. ყალბი ინფორმაციის მასობრივად გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ამის კარგი მაგალითია კოვიდ პანდებიის დროს  ვაქცინაციის ირგვლივ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი მძიმე ჯამრთელობის პრობლემამდე მიიყვანა და ზოგ შემთხვევაში, ფატალურადაც დასრულდა.

სხვადასხვა ქვეყანას აქვთ “ხმაურიანი” სათაურის მქონე ყალბი სტატიის გავრცელების სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ყალბ და სენსაციურ ინფორმაციას უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ფაქტებზე დაფუძნებულ სიმართლეს.

მაგალითი: ყალბი ინფორმაცია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აქტიურად ვრცელდებოდა, და მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ პიცერიაში ჰილარი კლინტონის დაქვემდებარებულები ბავშვებზე ძალადობდნენ და მათ ტრეფიკინგში რთავდნენ. ინფორმაციის დაჯერების გამო, ახალგაზრდა ამერიკის მოქალაქე ბავშვების გადარჩენის მიზნით პიცერიაში ავტომატით შევარდა და მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=XlxROGN_Nos

ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი

ყალბი ინფორმაციის ასე სწრაფად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად „ადამიანურობა“ ითვლება, კერძოდ კი კოგნიტური მიკერძოება და „სუბიექტური სოციალური რეალობისკენ“ სწრაფვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში არსებობს. ადამიანის გონებას ურჩევნია იფიქროს იმაზე, და დაიჯეროს ის, რაც მისთვის ნაცნობია და არ არის დაკავშირებული ფაქტების გამოძიებასთან.

და ბოლოს, პანდემიასთან დაკავშირებულმა ოთხმა კვლევამ გამოავლინა, რომ ყალბი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების გამომწვევი მიზეზი ადამიანებში შფოთვის, ნერვიულობისა და გაურკვევლობის შეგრძნება იყო .

წყარო: https://cits.ucsb.edu/fake-news/what-is-fake-news

წყარო: https://cits.ucsb.edu/fake-news/danger-covid