მედია და ინფორმაციული წიგნიერება: 21-ე საუკუნის კომპეტენციები
04 ნოე. 2022
1930 ნახვა

ციფრული კომპეტენციები და პასუხისმგებლობები ძირითადი მოთხოვნებია დემოკრატიული თანამონაწილეობისთვის ონლაინკონტენტის შექმნის, გამოქვეყნებისა და მოხმარების პროცესში. იმ კონტექსტის გაგებას, რომელშიც ყალბი ახალი ამბები ცირკულირებს და ვითარდება, ციფრული სამყაროს, ინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიების, ქცევითი ნორმების, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა სჭირდება. სწორედ ეს განაპირობებს ინდივიდის უსაფრთხოებასა და ციფრული იდენტობის დაცვას.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.

ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოწყობილობიდან უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან. მოწყობილობების მობილურობა დღითიდღე იზრდება (მაგ.: პორტატული და სატარებელი მოწყობილობები): მომხმარებელზე მორგებული მოწყობილობები (მაგ.: ვირტუალური ასისტენტები, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტში ჩართული მოწყობილობები, კონვერგენტული მოწყობილობები) შესაძლებლობებს ზრდის, სხვადასხვა მასალა და კონტენტი ერთსა და იმავე მოწყობილობაში დამუშავდეს. მათი მეშვეობით ხდება ინტერაქცია გარემოსთან, რომელიც ტრანსფორმირდება და უზარმაზარ, მაღალი შეღწევადობის ციფრულ ინტერფეისად ყალიბდება - ასე იქმნება .. სმარტ-ქალაქები, ინფორმაციული ტექნოლოგიები კი ისეთ საჯარო სივრცეებზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა სკოლები, მაღაზიები, მუზეუმები და საყოველთაო სერვისები.

ასეთი ჰიპერდაკავშირებული საზოგადოების წევრობა ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას ვიღებთ, რომლებიც კონკრეტულად ჩვენთვის იქმნება და საკუთარი მოწყობილობებიდან მოგვეწოდება. ამასთან ერთად, თავად ინდივიდი უწყვეტი ინფორმაციული ნაკადის მატარებელია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ეფექტური ციფრული გარემოს შექმნაში.

ასეთ სცენარში ონლაინ და ოფლაინ გამოცდილებას შორის სხვაობა ნელ-ნელა იკარგება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ევროკომისიის Onlife Initiative (2013) Onlife Manifesto-ში აცხადებს, რომინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი ფართოდ გავრცელება დიდ გავლენას ახდენს ადამიანების მდგომარეობაზე რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის ზღვრის წაშლით, ინფორმაციის დეფიციტიდან დაწყებული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის მიწოდებით“ (ფლორიდი 2015: 2-3) (Floridi 2015: 2-3). შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების წევრობა და ციფრული მოქალაქეობა ერთმანეთს უნდა შეეთავსოს. განათლების კუთხით ციფრული კომპეტენციები გადამწყვეტია მოქალაქეობის კომპეტენციის ჩამოყალიბებაში.

ამასთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი საზომი დეზინფორმაციასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაში კრიტიკული გააზრების უნარია, რომელიც ციფრული და დემოკრატიული კომპეტენციების კომბინაციით მიიღება, განსაკუთრებით, ინკლუზიურობის, დასწავლის, წარმოების, მედია და ინფორმაციული წიგნიერების მეშვეობით (ევროსაბჭო 2018 a) (Council of Europe 2018a).

წყარო: https://drive.google.com/file/d/1U9bu7BHDmnGmGiJ4Nz4Wejd5C8p3J4Bg/view