ComCom-ი „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ბაღდათში იწყებს
29 ივლ. 2025
28 ნახვა

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისია ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ბაღდათის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბაღდათის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარები ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს. ბაღდათში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: დიმი, ხანი, ქვედა ზეგანი, როხი, საიმედო, საკრაულა, ვარციხე და ზედა ზეგანი. ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროგრამის ციფრული ელჩის ნომერია: 555 74 28 48.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 8800-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ხონის მერიის წარმომადგენლები ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
44 დღის წინ

ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
56 დღის წინ

ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ სენაკში 400 ბენეფიციარი ჰყავს
58 დღის წინ

ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
99 დღის წინ