ბოლო დროს, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ყალბ ამბებს. ყველა აცნობიერებს იმას, რომ ინფორმაციას ახალი ამბების შესახებ, როგორც ზრდასრულები ასევე მოზარდები ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით იღებენ. სწორედ ამიტომ, მედიაწიგნიერების საკითხები ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ისეთი უნარია, რომელიც 21-ე საუკუნეში ყველას სჭირდება.
მასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოსწავლეებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული შეფასების უნარების განვითარებას, საკლასო ოთახში მედიაწიგნიერების საკითხების განხილვასა და საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების პროგრამების დანერგვას.
ჩვენ კარგად გვესმის შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მედიაწიგნიერების განათლების საკლასო ოთახებამდე მიტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელშიც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია არსებულ ძირითად შინაარსში.
პროექტ Look Sharp-ის მიერ შექმნილი ეს მიდგომა სთხოვს მასწავლებლებს, განსაზღვრონ თავიანთი სასწავლო გეგმის ის მონაკვეთები, სადაც მედიაწიგნიერების მეთოდებმა შესაძლოა გააუმჯობესონ სწავლება, მოსწავლეების ჩართულობა და აკადემიური მოსწრება, შემდეგ კი შეიმუშაონ პერსონალური გაკვეთილები, რომლებიც ამ საჭიროებებს ეხმიანება. ვინაიდან ეს აქტივობები აერთიანებს მედიაწიგნიერების უნარს ძირითად შინაარსთან, მაქსიმალურად იზრდება სასწავლო დროის ეფექტური გამოყენება, ვიდრე ეს ხდებოდა მედიაწიგნიერების შემოღებამდე.
არსებულ სასწავლო პროგრამებში მედიაწიგნიერების ინტეგრირება არ აბათილებს მედიაწიგნიერების შესახებ სპეციალიზებული არჩევითი საგნების საჭიროებას. ყოველთვის იქნება ადგილი გაკვეთილებისთვის ან ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაინტერესებულ მოსწავლეებს სთავაზობს მოწინავე ან სპეციალიზებულ ტრენინგებს მედიის ანალიზსა და მედიაპროდუქციაში. მედიაწიგნიერების მხოლოდ არჩევითი კურსის სახით სწავლება წარუმატებელი იქნება, მისი გამოყენება უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც ისწავლება სასწავლო გეგმის გასაუმჯობესებლად
გაიკვლიეთ გზა მედიაწიგნიერებისკენ
მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც „ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე წვდომის, ანალიზის, შეფასების, შექმნისა და კომუნიკაციის უნარების ერთობლიობა“ (Common Sense News and Media Literacy Topic Backgrounder). მარტივად რომ ვთქვათ, მედიაწიგნიერება მოიცავს კომუნიკაციის ყველა ფორმას - იქნება ეს ონლაინ ინფორმაციის წაკითხვა, თუ ინსტაგრამის პირადი ჩატი.
თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება მოახდინოთ მედიაწიგნიერების ინტეგრირება სწავლების პროცესში გაეცანით ქვემოთ მოცემული 4-ეტაპიანი მიდგომას:
1) შექმენით მედიაწიგნიერი მოსწავლის პროტოტიპი
წარმოიდგინეთ და დაახასიათეთ მედიაწიგნიერი მოსწავლე, აღწერეთ თუ რა უნაჩვევები და ცოდნა უნდა ჰქონდეს მას, იმისთვის რომ წარმატებულად გაართვას თავი მედიისა და ონლაინ სივრცის დღევანდელ გამოწვევებს.
2) გამოიყენეთ მედიაწიგნიერება არსებული სწავლების მიზნების გასაძლიერებლად
არ არის საჭირო, რომ მედიაწიგნიერება იყოს ცალკე საგანი - პირიქით, მისი გამოყენება შესაძლებელია თქვენი ამჟამინდელი სილაბუსის გასაუმჯობესებლად. თქვენ, ალბათ, გაქვთ რამდენიმე იდეა, თუ როგორ შეიძლება თქვენი საგნის ფარგლებში დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც კონკრეტულად თქვენს საგანს ეხება და დაკავშირებულია კრიტიკულად აზროვნებას, კიბერუსაფრთხოებასა და მედიაწიგნიერეასთან. იფიქრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაკვეთილი უფრო აღქმადი და დღევანდელობაზე მორგებული იყოს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამით მოსწავლეებს დაანახებთ, რომ თითოეული საგანის შესწავლა ცხოვრებაში გამოადგებათ.
3) მუშაობა დაიწყეთ თქვენი ყველაზე რთული მედიით შთაგონებული სასწავლო გეგმიდან
მოსწავლეებისთვის რთულია, აითვისონ საგაკვეთილო პროგრამა და ამავდროულად, იფიქრონ კრიტიკულად საგნის შესახებ. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ახალი ცოდნის მიღება, მიეცით მათ მოსამზადებელი დრო, რომ გაითავისონ ახალი ციფრული უნარები, ინსტრუმენტები, შინაარსი და ა.შ. ასევე მიეცით მათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, თავად მოიძიონ ინფორმაცია იმ კონკრეტულ საკითხებტან დაკავშირებით, რაც მათ აინტერესებთ და თავიანთი ციფრული უნარების გამოყენებით, რაც შეიძლება კრეატიულად წარმოადგინონ ახალი ინფორმაცია.
4) თქვენი სკოლის მედიწიგნიერების პრაქტიკა ააგეთ მათი ინტერესიდან გამომდინარე
მას შემდეგ, რაც თქვენს სკოლაში დაინერგება მედიაწიგნიერება, დარწმუნდით, რომ იყენებთ ისეთ სილაბუსებს, რომელებიც მოიცავენ ციფრული უნარების, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და მედიაწიგნიერების საკითხებს. ასევე მიაქციეთ ყურადღბა, თუ რა საკითხები აინტერესებთ მოსწავლეებს. რომელ სოციალურ მედიას იყენებენ ისინი და რა ინფორმაციაა მათთვის აქტუალური. თუ ასეთ საკითხებს მიქცევთ ყურადღებას და შეეცდებით, რომ ამ საკითხებზე ააგოთ საგაკვეთილო პროცესი აუცილებლად შეძლებთ მათ დაინტერესებას და პარალელურად მიაწვდით იმ კონკრეტულ ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
წყარო: common sense education;
http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf