რა უნდა ვიცოდე ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით?
20 აპრ. 2022
1954 ნახვა

ნებისსმიერი ინფრომაციის გაზიარეიბისას მნიშვნელოვანია ეს გააკეთოთ უსაფრთხოდ და პოზიტიურად.

რა არის პირადი ინფორმაცია?

პირადი ინფორმაცია მოიცავს ფაქტებსა და ვიზუალურ გზავნილებს თქვენი ცხოვრების ისეთი ნაწილების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დაცული და არ იყოს უცხო ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ეს არის დეტალები, რომლებმაც შეიძლება გაამჟღავნოს ინფორმაცია თქვენი ვინაობის შესახებ და რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი უსაფრთხოება. 

 

პირადი ინფრომაციაა თქვენი: სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სკოლა და ა.შ.

„სელფები“, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ გადაიღეთ მეგობრებთან ერთად

თქვენი გარეგნობა და ტანსაცმელი პირადი ინფორმაციის ნაწილია.  ფოტოში სკოლის ფორმის გამოჩენის შემთხვევაში უცხო ადამიანები შეძლებენ გაარკვიონ, რომელ სკოლაში სწავლობთ, რამაც შესაძლოა საფრთხეში ჩაგაგდოთ.

თქვენი შინაური ცხოველის ფოტო

თუ თქვენ გინდათ გამოაქვეყნოთ თქვენი შინაური ცხოველის ფოტო, ყოველთვის დაფიქრდით თუ არის ჩანს ამ ფოტოზე. მაგალითად, თუ თქვენი ძაღლის ყელსაბამზე მითითებულია თქვენი მობილურის ნომერი ან მისამართი, ეს შესაძლებელია უცხო ადამიანებმაც ნახონ.  

თქვენს დაბადებისდღის წვეულებაზე გადაღებული ფოტო

გაქვთ დაბადებისდღის ბუშტები ან სანთლები ტორტზე სადაც ჩანს რამდენი წლის ხარ? მათი გაზიარების თარიღმა შეიძლება გამოააშკარავოს თქვენი დაბადების დღე, რაც ასევე პირადი ინფორმაციაა.

„ვლოგი“ თქვენი დღის შესახებ

აჩვენებთ თქვენს ადგილმდებარეობასა ან საცხოვრებელ ქუჩას? შეიძლება კადრში ჩანდეს ქუჩის სახელი ან რამე მანიშნებელი, რამაც შესაძლოა თქვენი მისამართი გაამჟრავნოს. თუ უყურებთ ცნობილ ვლოგერებს ისეთ საიტებზე, როგორიცაა YouTube ნახავთ, რომ ისინი, ძალიან ფრთხილობენ, იმასთან დაკავშირებით თუ რა დეტალებს უზიარებენ აუდიტორიას. მათ არ სურთ უსაფრთხოება რისკის ქვეშ დაყენონ და გამოაჩინონ თავიანთი სახლი. ეს თქვენც უნდა გაითვალისწინოთ.

რა დროის განმავლობაში რჩება ონლაინში თქვენს მიერ გაზიარებული ინფრომაცია?

მას შემდეგ რაც გააზიარეთ რაიმე ინტერნეტში, შეიძლება რთული იყოს მისი წაშლა. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ გაზიარებული პოსტი, მაგრამ ვერ შეაჩერებთ სხვა ადამიანებს, მისი დაკოპირებისა ან „სქრინშოტის“ გადაღებისა და გავრცელებისგან.  

კითხვები რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს სანამ რაიმეს გააზიარებთ:

 

  1. აზიარებთ რაიმეს, რაც საშუალებას მისცემს უცნობ ადამიანს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება?
  2.  
  1. რასაც ინტერნეტში აზიარებთ, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენს შესახებ?
  2.  
  1. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს თქვენი პოსტი სხვა ონლაინ მომხმარებელზე?
  2.  
  1. გაგიხარდებათ, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბებია-ბაბუამ ან თუნდაც ყველამ მსოფლიოში დაინახოს ის, რაც გააზიარეთ?
  2.  
  1. ჩართული გაქვთ კონფიდენციალურობის პარამეტრები? დახურულია თქვენი გვერდი?  
  2.  

თუ ამ კითხვაზე თქვენს პასუხია „არა“ ან „დარწმუნებული არ ვარ“, სჯობს ასეთი ინფორმაცია არ გააზიაროთ ინტერნეტში.

 

წყარო: https://www.childnet.com/help-and-advice/what-do-i-need-to-know-about-sharing-things-online/