UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო გეგმის შემუშავების გლობალური სტანდარტები
24 ივნ. 2025
158 ნახვა
მედიადაინფორმაციულიწიგნიერება (MIL) თანამედროვეგანათლებისსისტემისერთ-ერთიუმნიშვნელოვანესიკომპონენტი გახდა, რომელიცხელსუწყობსკრიტიკულიაზროვნებისგანვითარებას, დეზინფორმაციასთანგამკლავებასდაციფრულიუნარებისგაძლიერებას. UNESCO-ს„მედიადაინფორმაციულიწიგნიერებისსასწავლოგეგმის შემუშავებისგლობალურისტანდარტების“ დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მედიაწიგნიერების მოკლე თუ გრძელვადიანი ინიციატივები ინკლუზიური, ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისიდაპრაქტიკაზეორიენტირებულიუნდაიყოს.
ქვემოთ წარმოდგენილია MIL-ისგლობალურისტანდარტებისძირითადიპრინციპები.
1. ინტერდისციპლინურობადაინტეგრაცია მედიაწიგნიერება მხოლოდ ცალკეულსაგნად არ უნდა ისწავლებოდეს, არამედინტეგრირებული უნდა იყოსსხვადასხვასაგნებში, მათშორისისტორიაში, უცხო ენებში, სამოქალაქო განათლებაშიდატექნოლოგიებში. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები გაანალიზებენ სტატისტიკით მანიპულაციის, ხელოვნების გაკვეთილზე გამოსახულების ფაბრიკაციის, ხოლო ისტორიის გაკვეთილზე გაყალბებული წარსულის შემთხვევებს.
2. კომპეტენციებზედაფუძნებულისწავლება მედიაწიგნიერება მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ გულისხმობს – ის უნარების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანს ეხმარება იყოს ციფრული სამყაროს გონიერი მომხმარებელი. შესაბამისად, სასწავლო გეგმის შექმნისას მნიშვნელოვანია ისეთი კომპეტენციების განვითარება, როგორებიცაა: ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკები, ციფრული ეთიკა და მედიის გავლენის გააზრება.
3. ციფრულიწიგნიერებადახელოვნურიინტელექტი დღესდღეობით, მედიაწიგნიერება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის გაფილტვრითა და კრიტიკული აზროვნებით – ის მოიცავს ციფრულ უნარებს, ინფორმაციის ლოგიკურ ანალიზს და ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკურ გამოყენებას. მოქალაქეებმა მიზანშეწონილია იცოდნენ, როგორ მუშაობენ ალგორითმები, როგორ იქმნება და ვრცელდება ინფორმაცია ციფრულ პლატფორმებზე და რა გავლენას ახდენს AI ინფორმაციის აღქმასა და საზოგადოებრივ დისკურსზე.
4. ინკლუზიურობადამრავალფეროვნება მედიაწიგნიერებისსწავლებაადაპტირებული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის დამახასიათებელ სოციალურ, ეკონომიკურდაკულტურულრეალობაზე. მედიაწიგნიერებამ და მასთან დაკავშირებულმა მოკლე და გრძელვადიანმა ინიციატივებმამრავალფეროვანიჯგუფებისჩართულობა უნდაუზრუნველყონ, ასაკის, განათლებისდონისათუსაცხოვრებელიადგილისმიუხედავად. განსაკუთრებულიყურადღებაკი უნდადაეთმოსმოწყვლადჯგუფებს (მაგ.: 65 + ასაკობრივი ჯგუფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები, სოფლად მცხოვრები ან რთულად მისასვლელი დასახლების მაცხოვრებელები, ფინანსურად არახელსაყრელ მდომარეობაში მყოფი ადამიანები).
5. ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომა (Whole-of-Society Approach) მედიაწიგნიერების ეფექტიანი დანერგვა მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების, მედია და განათლების სექტორების და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებულ თანამშრომლობას. შესაბამისად, სასურველია, რომ თანამშრომლობა ეფუძნებოდეს საერთო მიზნებს და მიდგომებს, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი და მასშტაბური შედეგები.