მედიაწიგნიერების ინიციატივების პრაქტიკული გზამკვლევი
20 დეკ. 2024
25 ნახვა

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მედიაწიგნიერების განვითარება გადამწყვეტი ფაქტორია დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. სწორედ ამ მიზნით, ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიამ (EDMO) მედიაწიგნიერების ინიციატივების გზამკვლევი შეიმუშავა, რომელიც ეფექტური მიდგომების საერთო სტანდარტს აწესებს. დოკუმენტი ემყარება კვლევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციული მედეგობის გაძლიერებას. საგულისხმოა, რომ გზამკვლევი შედგენილია EDMO-ს სამუშაო ჯგუფის, არაერთი  საერთაშორისო ექსპერტისა და დარგის აღიარებული პრაქტიკოსის მიერ.

დოკუმენტი მოიცავს მედიაწიგნიერების ინიციატივების შექმნის, განხორციელების და შეფასების პროცესებს, რომლებიც ეფუძნება 12 პრინციპს.

 

შემუშავება

განხორციელება

შეფასება

მაღალი ხარისხის/კარგი მედიაწიგნიერების ინიციატივა:

  1. გამოირჩევა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და პრინციპებით

  2. აძლიერებს მონაწილეებს

  3. ხელს უწყობს მედიაეკოსისტემის კრიტიკულ გააზრებას

  4. კონსულტაციური და რელევანტურია

  5. ეფუძნება მტკიცებულებებს

  6. არის ინკლუზიური

  7. ეთიკური და ხელმისაწვდომია

 

  1. გამჭვირვალეა

  2. წინასწარ განსაზღვრულია

  3. ადაპტირებადია

 

  1. მდგრადია

  2. ითვალისწინებს, აზიარებს და აფასებს შედეგებს

კომუნიკაციების კომისიამ, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ, სრულად დაუჭირა მხარი აღნიშნულ გზამკვლევს, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ EDMO-ს გზამკვლევი არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ მხარეს სთავაზობს კონკრეტულ ინსტრუმენტებს ეფექტური მედიაწიგნიერების ინიციატივების შემუშავებისთვის.

დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე: https://edmo.eu/wp-content/uploads/2024/10/EDMO-Guidelines-for-Effective-Media-Literacy-Initiatives.pdf