რეკლამის ზეგავლენისა და უსაფრთხოების დაცვის სწავლების მიღმა
28 ოქტ. 2022
1768 ნახვა

ისინი, ვინც თვლიან, რომ მედიაწიგნიერება რეკლამის ანალიზი, ვიდეოთამაშების, ინტერნეტის ანდა ტელევიზიის მავნე ზემოქმედებისაგან თავდაცვაა, მედიაწიგნიერებაზე მცდარი აზრისანი არიან. 3 მედიის მავნე ზეგავლენის შესახებ გარკვეული წარმოდგენები ნამდვილად დამსახურებულია, მაგრამ სკოლებში წერა-კითხვას დაფუძნებული მედიაწიგნიერების სწავლება სხვაგვარია. განათლების მიმართ მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ დაიცვას ბავშვი მავნე შინაარსის წიგნებისაგან, პედაგოგიურ აზრს მოკლებულია. პედაგოგები არ ასწავლიან ბავშვებს კითხვას იმისათვის, რომ დაიცვან ისინი ცუდი წიგნებისაგან. სინამდვილეში, მედიაწიგნიერების სწავლებისადმი მიდგომა, რომლის მთავარი მიზანი ბავშვების მავნე შინაარსის მქონე წიგნებისაგან დაცვაა, შეუთავსებელია ამ წიგნის საფუძვლების კონსტრუქტივისტულ პედაგოგიკასთან. როგორც ავტორი ჯეიმზ ბოლდუინი აღნიშნავს, „საბოლოო ჯამში, განათლების მიზანი არის ადამიანში შექმნას შესაძლებლობა, თვალი გაუსწოროს სამყაროს, მიიღოს გადაწყვეტილებები…“ (1998 .). პედაგოგებს არ შეუძლიათ, მოსწავლეებს უთხრან, რა უნდა იფიქრონ მედიასაშუალებებზე და ერთდროულად ასწავლონ საკუთარ თავზე ფიქრი. უფრო მეტიც, ამით შესაძლებელია ხელი შეუწყონ მოსწავლეების გაუცხოებასა და მათ ცინიკოსებად გადაქცევას, ყოველ ჯერზე, როდესაც მედიის ფართო ბრალდებები ეწინააღმდეგება საკუთარ გამოცდილებას.

რობინ ჯეკსონი, მასწავლებელი და ავტორი წიგნისა „Never Work Harder Than Your Students & Other Principles of Great Teaching“, აღნიშნავს, რომ კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით, სწავლება მაშინ ხდება შინაარსიანი, როდესაც მოსწავლეები ცდილობენ, ახალი ინფორმაცია გაფილტრონ საკუთარი არსებული ცოდნის, ცნებების, წესების, ჰიპოთეზებისა და ასოციაციების მეშვეობით, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განივითარონ საკუთარი ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ (2009).

კონსტრუქტივისტი პედაგოგები გულწრფელად ვეთანხმებით, რომ ბავშვები უკეთ იმახსოვრებენ და სწავლობენ ისეთ საკითხს, რომლისთვისაც მასალები თავადვე დაამუშავეს, ვიდრე როდესაც მათ უბრალოდ უყვებიან, რას ნიშნავს მედია ან რა გავლენა აქვს კონკრეტულ მედიასაშუალებებს.

მედიაწიგნიერების შესახებ განათლება მოიცავს კონსტრუქტივისტულ პედაგოგიკას, რადგან იგი ქმნის ავთენტური კვლევებისათვის ისეთ საფუძველს, როგორის შექმნაც არ შეუძლია მუდმივ სწავლებასა და პრაქტიკას, მკაცრად გაწერილ სასწავლო გეგმას ან დიდაქტიკულ ინსტრუქციას. შედეგად, მიღებული სწავლების მეთოდები გამოირჩევა იმით, რომ ხერხდება მრავალი მოსწავლის ჩართვა, ისინი კარგად ფლობენ ძირითად უნარებსა და ცოდნას, აგრეთვე, გამოიმუშავებენ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს.

წყარო : http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf