მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც თანამედროვე მედიაგარემოში უსაფრთხო ნავიგაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ძირითადი კომპეტენციის ერთობლიობა, ესენია: (1) წვდომის, (2) ანალიზის, (3) შეფასების, (4) შექმნისა და (5) მოქმედების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მედიისა და ინფორმაციისანალიზი გულისხმობს კითხვების დასმას იმისათვის, რომ მედიაშინაარსისავტორი, სანდოობა, მიზანი, ტექნიკა, კონტექსტი და ფინანსური მოტივაციები გამოვიკვლიოთ.
რას მოიცავს ანალიზი?
- ცოდნას, თუ ვინ შექმნა ინფორმაცია:
◾ ვინ არის ავტორი;
◾ არის თუ არა ავტორი სანდო/მცოდნე ფიგურა საკითხის შესახებ;
◾ რა შეიძლება იყოს ავტორის განზრახვა/რა უნდათ რომ ხალხმა იფიქროს, იცოდეს ან მოიმოქმედოს საპასუხოდ;
◾ შეიძლება, თუ არა, რომ ავტორი იყოს მიკერძოებული და რა გავლენას მოახდენდა ეს გარემოება ინფორმაციის შინაარსზე.
- ცოდნას, თუ როგორ შეიქმნა მედია:
◾ რა ტექნიკებია გამოყენებული ყურადღების მისაქცევად;
◾ რა ტექნიკებია გამოყენებული იმისათვის, რომ აუდიტორიას კონკრეტული შეხედულება ან გრძნობა გაუჩნდეს;
◾ როგორი ენაა გამოყენებული;
◾ რა ტიპის ფინანსური მოტივაცია შეიძლება იდგეს მედიის შექმნის უკან.
- შინაარსის დეტალურად გამოკვლევა შესაძლებელია:
◾ ფაქტების მრავალ წყაროსთან გადამოწმებით;
◾ მტკიცებულებების მოძიებით;
◾ განსხვავებული პერსპექტივებისა და ალტერნატიული ინტერპრეტაციების მოკვლევით.
კითხვები, რომლებიც მედიაშეტყობინებების ანალიზში დაგეხმარებათ:
- ვინ შექმნა იგი? - როდის არის შექმნილი? - ვინ დააფინანსა? - რას ვიგებ კონკრეტული თემის შესახებ? - ვინ არის ინფორმაციის წყარო? - რა ინფორმაციაა გამოტოვებული, რაც შესაძლოა, რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო? - შეტყობინების გადმოსაცემად, რა ტექნიკებია გამოყენებული და რატომ?