10 კრეატიული გზა, რომ ასწავლოთ მედიაწიგნიერება
25 ოქტ. 2021
9860 ნახვა

მედიაწიგნიერება არის უნარი გააანალიზოთ, შეაფასოთ და შექმნათ საკუთარი მედია სხვადასხვა ფორმით. მედიაწიგნიერების საკითხი ბოლო წლების მანძილზე ძალიან აქტუალური გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით  ახალ ინფორმაციას მედიაში და უნდა შეგვეძლოს ამ ინფორმაციის კრიტიკულად განხილვა და შეფასება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ასაკიდანვე  ბავშვებს განვუვითაროთ მედიაწიგნიერების უნარები და მედიაწიგნიერების სხვადასხვა ასპექტი ჩვენი სასწავლო კურსების სილაბუსებში შევიტანოთ.

ქვემოთ მოცემულია ის 10 რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ მედიაწიგნიერების სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლებაში.

1. ყალბი ახალი ამბის აღმოჩენა

ასწავლეთ მოსწავლეებს წაიკითხონ სტრიქონებს შორის, შეამოწმონ თარიღი და ავტორი, განსაზღვრონ ტონი და გამოყენებული ენა, მოახდინონ ძირითადი სათქმელისა და მოტივის იდენტიფიცირება. ასეთი მიდგომა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, აუცილებელია საბოლოო აზრისა და მედიიდან მიღებული მესიჯის სწორად აღსაქმელად. ასწავლეთ მათ, რომ სხვა წყაროსთანაც გადაამოწმონ ინფორმაციის  სიზუსტე.

თუ საქმე ეხება სასკოლო სამუშაოს, ყველაზე კარგი გზა არის მოსწავლეებს შეაქმნევინოთ ყალბი ინფორმაცია ისე, რომ მისი ამოცნობა რთული იყოს და ასწავლოთ იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომელებსაც ყალბი ან შეფარული ინფორმაციის შემქმნელები იყენებენ.  სთხოვეთ მოსწავლეებს თავად შექმნან ნამდვილი ან მოგონილი ახალი ამბავი ან მათი კომბინაცია და სთხოვეთ სხვა მოსწავლეებს მათი ამოცნობა.

2. გამოიყენეთ სხვადასხვა რესურსი

როდესაც მოსწავლე ცდილობს აღმოაჩინოს ყალბი ახალი ამბავი, პირველ რიგში მან უნდა შეამოწმოს სხვადასხვა ინფორმაციის წყარო.

იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული წყაროები სხვადასხვა დეტალს უსვამენ ხაზს, ინფორმაციის სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით, დაავალეთ მოსწავლეებს, რომ მოიპოვონ სრული ინფორმაცია კონკრეტული თემის შესახებ და ეს ინფორმაცია შეადარონ სხვა წყაროების მიერ განავსებულ ინფორმაციას.

სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან პოსტერი, ან მოსაზრებათა რუკა, სადაც ჩამოწერენ ინფორმაციის განსხვავებებს სხვადასხვა წყაროს მიხედვით და იმის მითიებით თუ რომელი მათგანი არის სარწმუნო და რომელი არა.

3. განსაზღვრეთ ტონი და გამოყენებული ენა

არსებობს განსხვავება სანდო და არასანდო ენას შორის, მიუხედავად იმისა, ეს წერილობითია თუ ზეპირი. ასწავლეთ მოსწავლეებს ამოიცნონ ის. ისეთი ინფორმაცია უფრო დამაჯერებელია, რომელიც აკადემიური ან შელამაზებული ენით არის დაწერილი ან წარმოთქმული.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები თავად უნდა მეტყველებდნენ და წერდნენ სათანადოდ, ამისთვის კი მათ უნდა ასწავლოთ, რომ გამართული კომუნიკაცია არის მათი პირველი მიზანი.

მოსწავლეებს გააკეთებინეთ სხვადასხვა ტონით წარმოთქმული მოსაზრებების შეფასება.

4. ეჭვის თვალით შეხედეთ ციფრებსა და ცხრილებს

ინფორმაციის შეფასება ხშირად ციფრების შეფასებასაც მოიცავს.

ხშირად ინფოგრაფიკები გამოიყენება იმის საილუსტრაციოდ, რომ დაგვაჯერონ მთლიანი მესიჯი. თავად მოამზადებინეთ მოსწავლეებს ინფოგრაფიკები და სთხოვეთ მათ ხაზი გაუსვან შეუსაბამო ცხრილებსა და ფაქტებს. ამის შემდეგ გამართეთ დისკუსია, თუ როგორ ახდენენ გავლენას ცრუ ცხრილები და გრაფიკები ჩვენს აღქმაზე და გვიბიძგებენ  ზოგიერთი მესიჯი უფრო მეტად დავიჯეროთ, ვიდრე სხვები.

5. ვიზუალის აღქმა

ვიზუალურ მედიას განსაკუთრებულად დიდი ზეგავლენა აქვს მომხმარებლებზე, რადგან ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი არის კონცენტრირებული ვიზუალურ სიგნალებზე. მსგავსი ტიპის სიგნალები იქცევენ ჩვენს ყურადღებას, არიან მამოტივირებელი და აღძრავენ სხვადასხვა სახის ემოციას. მოსწავლეები უნდა ხვდებოდნენ, თუ რა სახის ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ვიზუალურმა მესიჯმა მათზე.

დაავალეთ მოსწავლეებს შექმნან პოსტერები, რომელზეც იქნება წარმოდგენილი არასწორი მესიჯები, შეუსაბამო სურათებითა და ტექსტით. ნახეთ რამდენი მოსწავლე დაიჯერებს ამ ტექსტს და იყიდის ვიზუალურ პროდუქტს. განიხილეთ მსგავსი შემთხვევები, რომელსაც წააწყდებით სოციალურ ქსელში, ტელევიზორსა თუ სხვა რეკლამაში.

6. განავითარეთ მულტიმედიური უნარები

იყო მედიაწიგნიერი 21- საუკუნეში, ასევე მოიცავს უნარს გამოიყენო სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთად და ცალ-ცალკე. ამჟამად ჩვენთვის ხელმისაწვდომია ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტუალური, და სხვა ინსტრუმენტები; ჩვენ გვაქვს სოციალური მედია და ინტერაქციული მედია,  მათ შორის, გაზეთები, ფილმები, ტელევიზორი, ბლოგები და ვლოგები. დღეს მოსწავლეებს მოეთხოვებათ, რომ გათვიცნობიერებული იყვნენ ყველა ამ სფეროში.

7. ტენდენციების ამოცნობა

ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ რომელმა ტელეარხმა, რა სახის ინფორმაციას შეიძლება გაუსვას ხაზი, რა სახის აქცენტები და ტონი შეიძლება გამოიყენოს და ა.შ. ამავდროულად, ასწავლეთ ამოიცნონ თავიანთი მიდრეკილებებიც, თუ რომელმა ინფორმაციამ შეიძლება მოახდინოს მათ აღქმაზე გავლენა.

სთხოვეთ მოსწავლეებს შეაფასონ ინფორმაციის რამდენიმე წყარო, რომელიც ავლენს კონკრეტულ ტენდენციებს, შემდეგ თხოვეთ მას დაწერონ თემა იმის თაობაზე თუ, როგორ შეიძლება ტენდენციების ამოცნობა მედიაში

8. თავად შევქმნათ მედია

თავისუფალი და ღია მედია აუცილებელია დემოკრატიული სოციუმისთვის. მედია განათლება უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალ თაობასქონდეს უნარები, რათა დამოუკიდებლად იფიქრონ  და არ მოექცნენ მხოლოდ იმ ჩარჩოში, რასაც ხედავენ და ესმით.

დაავალეთ მოსწავლეებს შექმნან სრულიად ახალი წესების ჩამონათვალი მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაყავით ისინი ჯგუფებად და გააკეთებინეთ თავიანთი იდეების პრეზენტაცია.

9. ინფორმაციის დახარისხება

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მოისმინოთ ყველა შესაძლო ინფორმაცია, ეს დაიკავებს ყოველდღიურად 24 საათს, კვირაში შვიდი დღე, რაც მოითხოვს 57 000 წელს. ეს ძალიან ბევრი ინფორმაციაა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ამდენი დრო. მაშინ რა გავაკეთოთ? როგორ უნდა გავხდეთ მედიის სრულფასოვანი მომხმარებლები? სად უნდა მოვძებნოთ ინფორმაცია და როდის უნდა გავჩერდეთ?

ასწავლეთ მოსწავლეებს როგორ უნდა გაფილტრონ, შეარჩიონ, ორგანიზება გაუკეთონ, შეინახონ და გამოიყენონ მედიიდან მიღებული ინფორმაცია. გადააქციეთ ეს ყველაფერი კვლევით პროექტად, სადაც ისინი მოძებნიან პრობლემის გადაჭრის გზებს თავად და გააზიარებენ მიღებულ შედეგებს თქვენთან და თანაკლასელებთან. გამოიყენეთ პრეზენტაციები, რეპორტები, ჩარტები, ფოტოკოლაჟები და სხვა.

10. პასუხისმგებლიანი შემქნებელად ჩამოყალიბება

აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი შეგვექმნა მესიჯი და გაგვევრცელებინა ის. ასწავლეთ მოსწავლეებს, რომ გახდნენ მედიის პასუხისმგებლიანი შემქმნელები. რა თქმა უნდა, ყველა არ გააგრძელებს მედიის მიმართულებით უშაობას, მაგრამ ისინი შექმნიან და გაავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას

ასწავლეთ რომ დაფიქრდნენ, თუ ვისზე ახდენენ ზეგავლენას, როდესაც განათავსებენ სტატუსს ან ფოტოს Facebook-სა და Instagram-ზე. რასაც ისინი პოსტავენ ნამდვილად გამოხატავს თუ არა, მათ იდენტობას სინამდვილეში და როგორია მათი ცხოვრება? ნამდვილად ამოწმებენ თუ არა, იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რომელსაც აზიარებენ, თუ მხოლოდ  მესიჯის ემოციურობის გამო იჯერებენ მას?

ასწავლეთ მოსწავლეებს როგორ იყვნენ მედიის გამჭრიახი შემქმნელები და აუხსენითრატომ არის ეს მნიშვნელოვანი. მსოფლიოს არ ჭირდება კიდევ ერთი სელფი, თუ ის მართლაც მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ონლაინ განთავსდება სამუდამოდ ინახება კომპანიების ვებ-გვერდებზე.

წყარო: CANVA

https://www.canva.com/learn/10-creative-methods-to-teach-media-literacy/?fbclid=IwAR23QZ7RTZHftXW5WqbnflV11gr415Ca0OCUFiASefD2JYYSKoiz6F8NYUg