რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს „საინფორმაციო ბუშტი“
04 აგვ. 2023
1483 ნახვა

როდესაც რომელიმე ვებგვერდს სტუმრობთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ იგივეს ხედავთ, რასაც სხვები. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ონლაინ სივრცეში, ალგორითმები აკვირდებიან თქვენს აქტივობებს და იმ შინაარსს გთავაზობენ, რომელიც, მათი გამოთვლით, თქვენთვის მოსაწონი იქნება. საბოლოოდ კი, ისეთ ინფორმაციას იღებთ, რომელიც, დიდი ალბათობით, მოგწონთ და გაინტერესებთ, ანუ ექცევითსაინფორმაციო ბუშტში“.

ერთი შეხედვით, ალგორითმების მიერ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ონლაინ გამოცდილების შექმნა, შესაძლოა დადებით მოვლენად მოგეჩვენოთ. ონლაინ განთავსებული აუარება ინფორმაციის პირობებში, წარმოუდგენელია, რომ ყველაფერს გაეცნოთ, თუნდაც, შეუზღუდავი დრო გქონდეთ. გარდა ამისა, თითოული ჩვენგანის განსხვავებული ინტერესების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც იყოს ჩვენზე მორგებული შინაარსის შემოთავაზება?         

როგორც ინტერნეტ აქტივისტი ელი პარისერი ამბობს, პრობლემა ისაა, რომ ალგორითმებისაინფორმაციო ბუშტშიგვაქცევს. „საინფორმაციო ბუშტშიყოფნა ნიშნავს ალგორითმების მიერ იმ შინაარსისაგან თქვენს იზოლირებას, რომლის მიმართაც ინტერესი არ გამოგიხატავთ. შედეგად, შესაძლოა მრავალმა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ ვეღარ მოაღწიოს თქვენამდე.

მაგალითად, სოციალური მედიის გვერდმა შესაძლოა იმ მეგობრების პოსტები დაგიმალოთ, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულება აქვს, ან ახალი ამბების გვერდმა შესაძლოა მხოლოდ ის სტატიები გიჩვენოთ, რომელსაც, დიდი ალბათობით, დაეთანხმებით. შესაძლოა, ვერც გააცნობიეროთ, რომსაინფორმაციო ბუშტშიხართ მოქცეული, ვინაიდან ალგორითმები ჩვენზე დაკვირვებისათვის ნებართვას სულაც არ საჭიროებენ.       

საინფორმაციო ბუშტშიყოფნა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ სრული სურათი იცის. სინამდვილეში კი, ინფორმაციის მხოლოდ ერთ ნაწილზე აქვს წვდომა. ასეთ დროს, ვერავინ შეძლებს მოვლენების სწორად შეფასებას და დისკუსიაც აზრს დაკარგავს. სწორედ ასე ახდენენსაინფორმაციო ბუშტებიდაბალი ცნობიერებისა და განსხვავებული შეხედულებების მიმართ ჩაკეტილობის წახალისებას.       

ამდენად, როგორ გავუმკლავდეთსაინფორმაციო ბუშტებსადა ალგორითმებს? როგორ დავრწმუნდეთ, რომ განსხვავებულ შეხედულებებზეც გვაქვს ინფორმაცია, როდესაც ისიც კი არ ვიცით, ისტორიის რა ნაწილია ჩვენთვის უცნობი? მეცნიერები და დიდი კომპანიები აქტიურად ცდილობენ აღნიშნული დილემის გადაჭრას. თუმცა, ვიდრე გამოსავალს ვიპოვით, საჭიროა, ყოველთვის გვახსოვდესსაინფორმაციო ბუშტებისარსებობა ონლაინ სივრცეში და მუდმივად ვეძიოთ ალტერნატიული წყაროები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

წყარო: https://edu.gcfglobal.org/en/digital-media-literacy/how-filter-bubbles-isolate-you/1/