“დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა” - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ტარდება. მედიაწიგნიერება, როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის იარაღი, ძირითადი არსი და პრინციპები, როგორია მედიაწიგნიერების როლი სტერეოტიპებით გამოწვეულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში - აღნიშნულ თემებზე ჩაატარეს კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ტრენინგი და მედიაწიგნიერების ძირითად არსზე და პრინციპებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იწყებს.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციასთან და კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.