კომუნიკაციების კომისია დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს. პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ მასწავლებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე განახლდა. ტრენინგები ორი თვის განმავლობაში 10 რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დამატებით 200 მასწავლებელი გადამზადდება.
პირველი ტრენინგი თბილისის სკოლის 16 მასწავლებელს ჩაუტარდა. პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ.
პროექტი, რომლის მიზანიც დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაა, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო. უკვე ჩატარდა 45 ინტერაქტიული ტრენინგი, გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი 400-ზე მეტი სკოლიდან და პროფესიული სასწავლებლიდან.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური, შემოქმედებითი და ინტერაქტიული მოდული, რომელიც სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით არის შემუშავებული და ფარავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა. სასწავლო პროცესს გამოცდილი ტრენერები უძღვებიან. მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას სერტიფიცირებული მასწავლებლები პრაქტიკაში გამოიყენებენ.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-ის და EU-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების პროექტი TPDC-ს გადაეცა
801 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა
923 დღის წინ
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა
1121 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში უკვე 100-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა
1185 დღის წინ