ვიდეო ჩეტები და ვიდეოთვალი
25 ოქტ. 2021
2565 ნახვა

ლაივ ვიდეო ჩეტები და სტრიმინგი ძალიან აქტუალური საშუალება გახდა იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან დაამყარონ კომუნიკაცია, გაუზიარონ იდეები და გამოცდილებები ონლაინ სივრცეში.

სმარტფონების, ტაბლეტების და ლეპტოპების უმრავლესობას აქვს ვიდეოთვალი, რომელსაც მომხმარებლები ფოტოების და ვიდეოების გადაღებისთვის იყენებენ. ასევე, სწრაფი ვიდეო ჩეტი იძლევა საუბრებისა და ჯგუფური საუბრების შესაძლებლობას და ეს სერვისი ახლა უკვე ბევრი სოციალური მედიის აპლიკაციასაც გააჩნია. არასდროს ყოფილა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი ასეთი მარტივი...

სოციალური ქსელის ბევრ ვებ-გვერდს აქვს ლაივსტრიმინგის არჩევანი. ეს არის ჰოსტინგის ფუნქციის მსგავსი. შენს საკუთარ სატელევიზიო გადაცემაზე ჰოსტინგის გაკეთებით შესაძლებელია მომხმარებლებთან და გამომწერებთან ინტერაქცია ონლაინ რეჟიმში, ან თუ მათ ღია საჯარო ანგარიში გააჩნიათ, მაშინ ეს ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვიდეო ჩეტებს და სტრიმინგს უამრავი პოზიტიური მხარე აქვს და ძალიან კარგი მეთოდია კომუნიკაციისთვის. თუმცა, როდესაც პირველად ხდება აპლიკაციის ინსტალაცია, პროგრამამ შესაძლოა მოითხოვოს წვდომა ვიდეოთვალზე, რაც რისკის შემცველია.

რჩევები:

დაფიქრდი სანამ ჩართავ ვიდეოთვალს

მოუწოდეთ მოზარდებს, რომ ყოველთვის დაფიქრდნენ იქამდე, სანამ ჩართავენ ვიდეოთვალს. ვიდეოთვალით გაზიარებული ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემების შემცველი. თუნდაც მხოლოდ ბექგრაუნდის გაზიარებით, შეიძლება პერსონალური ინფორმაციის გაზიარება. შეახსენეთ მოზარდებს, რომ ახსოვდეთ ვიდეოთვალზე წვდომის საშიშროება და ის, რომ ვიდეოთვალით ვიდეოჩანაწერი შესაძლოა გაკეთდეს სხვა მომხმარებლის მიერ, რომელსაც შეუძლია ეს ჩანაწერი თავისი სურვილისამებრ გააზიაროს.

ონლაინ მეგობრობა

ზოგიერთი სერვისის გამოყენებისას მოზარდებმა ჩეტის შესახებ შეტყობინება შესაძლოა სხვა მომხმარებლისგან მიიღონ. გააფრთხილეთ მოზარდები, რომ დაფიქრდნენ, სანამ დაადასტურებენ ამგვარ მოთხოვნას და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ მეორე მომხმარებელს ვიდეოთვალის ჩართვის სურვილი გააჩნია. რატომ შეიძლება სურდეს მეორე მომხმარებელს ვიდეოთვალის ჩართვა? ლაივ ჩეტი შესაძლოა იყოს ფეიკი და ამიტომაც გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც ხედავთ ვიდეოთვალით, შესაძლოა არ იყოს ის პერსონა, რომელიც მოზარდს სინამდვილეში ეკონტაქტება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პირადი მონაცემების პარამეტრების მართვა და მოზარდებმა არ გააზიარონ თავისი მონაცემები საჯაროდ.

შენ ყოველთვის გაქვს უარის თქმის უფლება

ვიდეოთვალი შესაძლებელია გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ მოზარდი ჩაწერონ შეუფერებელი ქმედების დროს. ეს შესაძლოა იყოს გადაღებული და გავრცელებული, ან მოგვიანებით გამოყენებული, როგორც მუქარის იარაღი.  ამ შემთხვევაში მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ მას ყოველთვის შეუძლია უარის თქმა ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მისთვის არ არის კომფორტული.

ტექნიკური რჩევები

ვიდეოთვალი ხშირად შესაძლოა დავირუსდეს. მოზარდები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ისეთ შეტყობინებებს, რომლებიც მათგან ბმულის ან ფაილის გახსნას ითხოვს. ამას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი შედეგი, როგორიცაა პროგრამის მეშვოებით ვიდეოთვალის დისტანციურად მართვა.

ასეთი რისკისგან დაზღვევისთვის მოზარდებს უნდა ჰქონდეთ დაინსტალირებული ანტივირუსი ყველა გაჯეტზე იმისათვის, რომ მათი ვიდეოთვალი ვინმემ არ „გაიტაცოს“. ვიდეო თვალი არ უნდა იყოს განთავსებული საძინებელ ოთახში.

წყარო: Childnet International

 

შეამოწმე შენი ცოდნა

მედიის შემდეგი წყაროებიდან, რომელი წარმოადგენს სოციალური მედიის პლატფორმას?

ფეისბუქი
On.ge