ონლაინ თამაშები
25 ოქტ. 2021
3093 ნახვა

რა არის ონლაინ თამაშები?

ონლაინ თამაშები ძალიან პოპულარულია ბავშვებსა და ახალგაზრდებში. მომხმარებლებისთვის ონლაინ თამაშების გზით ერთმანეთთან ურთიერთობის  მრავალი გზა არსებობს. ეს მოიცავს ინტერნეტში არსებულ უფასო თამაშებს, თამაშებს მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე, ასევე, ჩამოტვირთულ თამაშებსა და თამაშებს კომპიუტერებსა და კონსულებში, როგორებიცაა PlayStation, Xbox ან Nintendo Switch. ინტერნეტში თამაში მოთამაშეებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ გაიცნონ, კომუნიკაცია დაამყარონ და ეთამაშონ სხვა მოთამაშეებს მთელ მსოფლიოში.

როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს/მოზარდებს არსებული საფრთხეების შესახებ?

ონლაინ უსაფრთხოების შესახებ რჩევის მიცემა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა გააცნობიერონ არსებული რისკები და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ ამ რისკების მართვასა და შემცირებაში დაეხმარებათ.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, SMART (ჭკვიანი) წესები გთავაზობთ ადვილად დასამახსოვრებელ უსაფრთხოების მესიჯებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ონლაინ თამაშების გამოყენება.

მოზარდებთან მიმართებით უსაფრთხოების საკითხები შეიძლება უფრო დეტალურად იყოს განხილული. რისკები გამომდინარეობს შემდეგიდან: ინტერნეტში არსებული შეუფერებელი მასალა, სხვა მომხმარებლების მხრიდან არასასურველი კონტაქტი, ის მომხმარებლები, ვისაც სურს მათი შეშინება ან ბოროტად გამოყენება, მოზარდის ქცევით გამოწვეული რისკები, ისევე როგორც სხვა სარეკლამო და ფინანსური რისკები.

რჩევები:

1. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც უფროსს შეუძლია გააკეთოს, არის სათამაშო გარემოში ჩართვა;  

2. ესაუბრეთ ბავშვებს და მოზარდებს იმ თამაშების შესახებ, რომლებიც თამაშობენ. როგორი ტიპის თამაშებია?

3. იმსჯელეთ თამაშებზე ასაკისა და შინაარსის რეიტინგების მიხედვით.

4.ზოგიერთი თამაშით მოზარდებს შეუძლიათ ესაუბრონ სხვა მოთამაშეებს ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებებით.   ამ შემთხვევაში ჰკითხეთ მათ, ვისთან ერთად თამაშობენ და გაარკვიეთ, ესაუბრებიან  თუ არა სხვა მოთამაშეებს.

5. გახსოვდეთ, რომ ონლაინ და სოციალური ქსელის საიტების თამაშებზე იგივე უსაფრთხოების წესები ვრცელდება, რაც  ონლაინ თამაშებზე.

წყარო: Childnet International