კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეოთხედ გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.
კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.
კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისია BBC Academy-ის მასალების გამოყენებით და ანალიზის, ფაქტების გადამოწმებისა თუ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტებში სემინარებს ჩაატარებს, რაც ახალგაზრდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” უკვე ცხრაჯერ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის ექვსჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის სამჯერ ჩაატარა. ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესახებ კი, სულ 150-მდე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადამზადდა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე, ასევე, ComCom-ისა და მედიაწიგნიერების ვებ-გვერდებზე.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოგზავნონ შემდეგი ბმულის გამოყენებით: ლინკი
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
143 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
147 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
164 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
185 დღის წინ