როგორც წესი, მშობლებისთვისა და მეურვეებისთვის ყველაზე მიღებული პრაქტიკაა ბავშვებისთვის ყოველდღიური ლიმიტის დაწესება, თუ რამდენი დრო უნდა გაატარონ ეკრანებთან. თუმცა, 21-ე საუკუნეში სხვა საკითხებზე ორიენტირება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ეკრანთან გატარებული საათების კონტროლი. უკვე დიდი ხანია, მედია მკვლევრები ხაზს უსვამენ ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვის მაგივრად, შინაარსზე კონცენტრირების მნიშვნელობას. თუ ბავშვები კონცენტრირებულნი არიან დადებით შინაარსზე, რომელიც ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობასა და ფანტაზიას, ვინ დაადგინა, რომ ეს უნდა შეიზღუდოს? კვლევამ, ასევე გამოავლინა კონტექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება: ვინ იყენებს მედიას ბავშვებთან ერთად (და, ძმა, მშობლები)? შინაარსის მიზანი (განათლება თუ გართობა)? და ვინ განიხილავს ბაშვებთან ონლაინში ნანახ ინფორმაციას?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც პანდემიამ წინ წამოწია არის ბავშვბეის სოციალურობის სურვილის მნიშვნელობა. ბავშვები ჩვეულებრივზე მეტ დროს უთმობენ Netflix-ის ყურებასა ან ვიდეოთამაშების თამაშს. ასევე, ისინი ხშირად საუბრობენ მეგობრებთან ვიდეო „ჩეთებით“, თამაშობენ ონლაინში თანაკლასელებთან და იყენებენ ინტერნეტს ინტერესების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ ინტერაქციის გამოცდილებას, ურთიერთობების გასაძლიერებლად ტექნოლოგიების გამოყენება დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
არ იგრძნო თვი დამნაშავედ: პანდემიის დროს ჩვენ გვიწევს ჩვენი რუტინის შეცვლა, რასაც შოკი და ტრავმებიც კი შეიძლება მოჰყვეს. როდესაც ოჯახები ცდილობენ სტრესული სიტუაციების მართვას, ეკრანთან გატარებული წუთების დათვლა და კონტროლი არ უნდა გახდეს დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორი.
ეკრანთან გატარებული დრო არ არის დროის უმიზნო ხარჯვა! გაწუხებთ, რომ ონლაინ სასკოლო დავალებების შესრულებისას თქვენი შვილი ეკრანთან მეტ დროს ატარებს? შესაბამისად, გიწევთ შეუზღუდოთ დამატებით ეკრანთან გატარებული დრო? ეს არ არის გამართლებული. ეკრანთან გატარებული დრო სწავლისა და გართობისთვის არ უნდა იყოს გაერთიანებული! აქტივობებიდან გარკვეული დრო უნდა ეთმობოდეს საგანმანათლებლო საკითხებს, გარკვეული დრო კი გართობას. ეკრანთან გატარებული დრო ზოგჯერ საქმესთან დაკავშირებული იქნება, ზოგჯერ უბრალოდ გასართობი, ზოგჯერ დადებითი შინაარსის მოძიებისთვის დაიხარჯება, ზოგჯერაც კი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. აქედან გამომდინარე მთავარია ის შინაარსი, რომელსაც ეკრანებიდან ვეცნობით და არა დრო.
გახდი კრეატიული! მიეცით ბავშვებს საშუალება გამოიყენონ თქვენი ტელეფონი ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად და შემდეგ, სურვილისამებრ გაუკეთონ რედაქტირება სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით. შეგიძლიათ მისცეთ მათ დავალება, მაგალითად: „გადაიღეთ 10 სურათი ისე, რომ ყველა სურათში იყოს რაიმე მრგვალი, შემდეგ შეადგინეთ ამბავი, რომელიც თითოეულ ნივთს ერთმანთთან დააკავშირებს“. სთხოვეთ მათ გააკეთონ საკუთარი მიმები, ჩაწერონ სიმღერა, მოიფიქრონ და გადაიღონ საცეკვაო ვიდეო. ყველაფერი, რაც მათ მისცემთ ფანტაზიის გამოხატვის შესაძლებლობას.
გამოიყენე ტექნოლოგია ბავშვთან დასაკავშირებლად! ურთიერთობები გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებაში. დღეს ისინი ბევრად უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან ვიდრე ოდესმე, რაც გვაძლვს შესაძლებლობას შევუერთდეთ მათ და მოვახდინოთ კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რას უყურებენ და თამაშობენ. დაუსვით კითხვები საყვარელი თამაშების, შოუებისა და პერსონაჟების შესახებ. განიხილეთ იდეები და საკითხები, რომელიც ბავშვისთვის საინტერესოა. ეს არის შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთს და გაიზიაროთ მათი ღირებულებები. ხელი შეუწყვეთ ბავშვს, რომ გამოიყენოს ტექნიკა მეგობრებსა და ოჯახთან კომუნიკაციაში, თამაშსა და კოლაბორაციაში, ისტორიების, სურათებისა და ვიდეოების გაზიარებაში.
ბალანსი მნიშვნელოვანია! ფაქტია, რომ მეტი დროის გატარება გიწევთ ეკრანთან, თუმცა აუცილებელია გამოვყოთ დრო ფიზიკური აქტივობებისთვისაც - სეირნობა, ძილი, საყვარელი საქმიანობა, ჯანსაღი კვება, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პირისპირ კომუნიკაცია.
შესაბამისმად, ბავშვებთან სახლში გატარებული დრო იძლევა მათთან საერთო ენის გამოძებნის შესაძლებლობას, თუნდაც მედიის საშუალებით. კლევების თანახმად, აღარ არის გამართლებული, რომ ბავშვებს ჩამოართვათ ის, რაც მათ სიამოვნებთ და რასაც სათანადო გამოყენებისას დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია. არსებობს უამრავი, შესანიშნავი, დადებითი შინაარსი. მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, რომ ეს შინაარსი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გამოიყენეთ ტექნიკა მათთან ერთად და ნუ იდანაშაულებთ თავს იმაში, რომ ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანთან, რადგან მან შეიძლება ბავშვზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით გაძლიერებული სტრესული გარემოს პირობებში.
წყარო: https://www.commonsensemedia.org/articles/screen-time-in-the-age-of-the-coronavirus