ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა JRC ქართულ ციფრულ კომპანიასთან- ABOVE Digital -თან თანამშრომლობით, ICFJ- ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენრისა (აშშ) და MDI – მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტის მედია ინოვაციების პროგრამის - The Eurasia Media Innovation Challenge ფარგლებში, ქართველ დეველოპერებთან მუშაობის შედეგად, შექმნა ახალი აპლიკაცია Fact or Fake.
აპლიკაცია წარმოადგენს ახალი ამბების თხრობის პლათფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. თამაშით შესაძლებელია გავეცნოთ ახალ ამბებს და დავრწმუნდეთ - ტყუილია თუ მართალი. თამაშის პროცესში მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადაამოწმოს თუ რამდენად ზუსტად შეუძლია ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა ერთმანეთისგან.
აპლიკაცია მუდმივად განახლებადია და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასწავლო, ასევე სავარჯიშო მიზნებისათვის.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც Android ისე IOS მომხმარებლებისთვის:
Android - https://cutt.ly/QQrGvp4
IOS - https://apple.co/371kyRJ
მეტი ამ კატეგორიიდან

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა
9 დღის წინ

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
162 დღის წინ

EPRA ComCom-ის მედიაწიგნიერების მიღწევების შესახებ
555 დღის წინ

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის პუბლიკაცია - ComCom-ის პროექტები, როგორც მედიაწიგნიერების განვითარების წარმატებული მაგალითები
689 დღის წინ



