„ისტორია-კინო-ისტორია“ არის კინოსაგანმანათლებლო პორტალი, რომლისთვისაც საგანმანათლებლო მასალები შეიქმნა ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების ისტორიის სწავლება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული კინოსა და კინომემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაზრდა და მისი გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით.
პორტალი მოიცავს ვიზუალურ და საარქივო მასალას, ვიდეო გაკვეთილებს, სავარჯიშოებსა და ტესტს, რაც მოზარდებს ერთი მხრივ ეპოქის აღქმაში ეხმარება და მეორე მხრივ კი მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიას აცნობს.
პროექტის პარტნიორები არიან Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და the National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი). პორტალი შექმნილია ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით და ხორციელდება სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ.
სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ოთხ ენაზე - https://historyfilmhistory.com/