მედიის გასაღები ფინური ონლაინ სერვისის - MEDIA AVAIN მაგალითზე შექმნილი სარეიტინგო პლატფორმაა მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოზარდებისთვის, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მაყურებლებსა და ზრდასრულებს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეარჩიონ შესაბამისი მხატვრული ფილმი ან ანიმაცია და გაეცნონ ფილმის შესახებ ინფორმაციასა და საინტერესო ფაქტებს.
პროექტის მთავარი მიზანია, ხაზი გაუსვას ფილმის დადებით შინაარსს, მომხმარებლებს დაეხმაროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და ხელი შეუწყოს მოზარდების მედიაწიგნიერების უნარების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. პლათფორმა ეხმარება მასწავლებლებს ფილმებისა და აუდიო-ვიზუალური წიგნიერების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაში.
მედიის გასაღები მოზარდებს ფილმის უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს - ერთი მხრივ, თავად მშობელს, ან მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს შესაფერისი ფილმი ახალგაზრდა მაყურებლებისათვის, მეორე მხრივ კი, თავად მოზარდებიც შეძლებენ აირჩევენ მისთვის საინტერესო პროდუქტი.
პლატფორმაზე მოცემულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის ფილმების რეკლამებსა და ასაკობრივ შეზღუდვებში ასახული. დაინტერესებული მომხმარებელი შესაძლებელია გაეცნოს ფილმის შესახებ მოკლე ინფორმაციას, საინტერესო ფაქტებს, ფილმის დადებით შინაარსსა და სადისკუსიო კითხვებს.
ვებ-გვერდზე განთავსებულია, როგორც ქართული, ისე უცხოური ფილმების ჩამონათვალი და მათი შეფასებები, რომელიც საინტერესოა არამხოლოდ ახალგაზრდა მაყურებლისთვის, არამედ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლისათვის. ფილმის შეფასებასა და სადისკუსიო კითხვების მომზადებაში ჩართულნი იყვნენ პროფესიონალი ფსიქოლოგები, კინომცოდნე და რეჟისორი. ასაკობრივი შეზღუდვები მოცემულია ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანული საბჭოს (BBFC) შეფასების სისტემაზე დაყრდნობით.
ფილმების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://mediatsigniereba.ge/mediisgasagebi
კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა „მედიის გასაღების“ გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რომეიც დაეხმარება მასწავლებლებს ფილმების საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებაში.