კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზუგდიდის N2 და N4 საჯარო სკოლებში 190 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. სემინარები კომუნიკაციების კომისიამ ასევე თელავში, გურჯაანში, ზესტაფონში, ქუთაისში, სენაკსა და ლანჩხუთში ჩაატარა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში საჯარო სკოლების 1000-მდე მოზარდი გადამზადდა.
IX და X კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა. უფროსკლასელებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმების შესახებ. ხოლო II და III კლასის მოსწავლეები „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს გაეცნენ. აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.
შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. Happy Onlife - კი არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ შინაარსის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში სენაკსა და ლანჩხუთში 252 მოსწავლე ჩაერთო
715 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა
716 დღის წინ
ComCom-მა კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა
742 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ „მედიის ეკონომიკაში“ ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეები გადაამზადა
927 დღის წინ