კომუნიკაციების კომისიამ 150 მასწავლებელს სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა. აღნიშნულ კვლევაზე მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანნა გვეტაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „eTwinnig-ი გლობალური მოქალაქეობისთვის“ ისაუბრა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტის ფარგლებში, შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები გადამზადდებიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მედიაწიგნიერების საჭიროების კვლევა 70 სკოლაში ჩატარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მასწავლებელმა და 1500-მა მოსწავლემ მიიღო. მიღებული შედეგების საფუძველზე კი საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
5 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარუდგინა
9 დღის წინ

ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება
25 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
33 დღის წინ



