ComCom-მა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა
16 აპრ. 2024
2181 ნახვა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი გაუძღვნენ და სტუმრებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ComCom-ის მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტმა და ასევე, კომისიის სხვა პროექტების მეშვეობით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით მიღწეულმა შედეგებმა დაიმსახურა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო მედიაწიგნიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა, კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის მრავალფეროვან აქტივობებს ატარებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, შეხვედრას მედიისა და საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისა და მოსაზღვრე ქვეყნების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა ორგანოებთან, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა
45 დღის წინ

კონკურსში „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ 26 უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო
137 დღის წინ

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
150 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
157 დღის წინ



