კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, უკვე მესამედ აცხადებს კონკუსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს. კონკურსის პარალელურად, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი ათამდე სკოლაში ჩაატარებს ონლაინ ტრეინინგებს. ტრეინინგების მიზანია მოზარდებმა ისწავლონ ფაქტების გადამოწმება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - http://tiny.cc/oggb6y
კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი", როგორც აღვნიშნეთ უკვე მესამედ ტარდება, პირველ ორ კონკურსში მონაწილეობა 80-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო და შეიძინა ცოდნა, როგორ გადაამოწმოს ყალბი ინფორმაცია და დაიცვას თავი Fake News-ების მავნე ზეგავლენისგან.
დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებ გვერდზე www.gncc.ge .
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
163 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
167 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
184 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
205 დღის წინ