კომუნიკაციების კომისია განაგრძობს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლებში. კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა ევროპულ სკოლაში სამ სამიზნე ჯგუფს - III და IV კლასის მოსწავლეებს, VII და VIII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის გზებზე ტრენინგები ჩაუტარა.
ტრენინგს III და IV კლასის 30-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ისწავლეს, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. მედიაწიგნიერების ტრენერმა მოსწავლეებს ასევე ონლაინ აპლიკაცია „HAPPY ONLIFE“ გააცნო, რომელიც სწორედ ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციის მიზნით შეიქმნა და რომელიც მოზარდებს თამაშის პრინციპით ასწავლის ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას.
ყალბი ამბების აღმოჩენის ტექნიკებსა და მეთოდებთან დაკავშირებით ტრენინგი VII და VIII კლასის 15-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ აღმოაჩინონ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული FAKE NEWS და როგორ გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილი ამბისგან.
ტრენინგი ჩაუტარდათ ასევე სკოლის 10-ზე მეტ პედაგოგს, რომლებიც დეზინფორმაციასთან გამკლავებაში გადამზადდნენ. მასწავლებლებმა მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია. ტრენინგის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მათ დაეხმარებათ მოსწავლეებს გაუზიარონ ცოდნა და თავად ასწავლონ, როგორ გაარჩიონ ფაქტი მოსაზრებისგან და აღმოაჩინონ დეზინფორმაცია.
კომუნიკაციების კომისია სკოლებში მედიაწიგნიერების ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
5 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარუდგინა
9 დღის წინ

ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება
25 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
33 დღის წინ



