მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მცხეთაში 20-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა გადაამზადა. პედაგოგები შეხვედრაზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, მე-10 კლასელებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები 1 სემესტრის განმავლობაში მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.




მეტი ამ კატეგორიიდან

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
35 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
192 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
381 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
400 დღის წინ