
მოკლე სიუჟეტი
ერთ-ერთი პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომლის ავტორია ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელი, მხატვარი და რეჟისორი - ვლადიმერ მუჯირი. ფილმზე აგრეთვე მუშაობდნენ, ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი და კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი. ფილმი აგრეთვე დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. ფილმი ეფუძნება ერთ-ერთ ძველ ბერძნულ მითს იასონის, მედეასა და ოქროს საწმისის შესახებ. არგონავტები, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთში მიემგზავრებიან. ფილმი ეკოლოგიურ პრობლემაზე - კოლხეთის ჭაობების ამოშრობასა და ციტრუსების ბაღის გაშენების შესახებ მოგვითხრობს. თემატურად, სიუჟეტი თავგადასავალთან ერთად წარმოაჩენს მითოლოგიურ სამყაროსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
კითხვები დისკუსიისთვის
როგორ ფიქრობთ, რატომ ინარჩუნებენ მითები და ლეგენდები მნიშვნელობას თანამედროვე დროშიც?
თქვენი აზრით, როგორ აყალიბებს მითოლოგია ქვეყნის კულტურულ იდენტობას?
რა თვისებები ეხმარება გმირებს მიზნის მიღწევაში?
როგორ განსხვავდება თავგადასავალი პირადი წარმატებისგან და რას გვასწავლის ის?
რატომ არის კოლხეთის წარმოდგენა მნიშვნელოვანი ქართული ისტორიისა და კულტურის კონტექსტში?
ფილმში განხილული საგულისხმო თემები
ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, სიყვარული და სხვა.
თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


