გაუძლო და მიაღწიო (1988)
Media Key
07 აპრ. 2026
12-14

მოკლე სიუჟეტი

 

ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს სკოლის მასწავლებელზე (ესკალანტე), რომელიც წარმატებით ასწავლის უმაღლეს კალკულუსს სოციალურად დაუცველ, ძირითადად ეთნიკურად ესპანელ მოსწავლეებს გარფილდის საშუალო სკოლაში, აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესში. თავდადების, არატრადიციული სწავლების მეთოდებისა და თავისი სტუდენტების პოტენციალის (“ganas” - სურვილი / მონდომების) რწმენის წყალობით, ესკალანტე პასიურ კლასს წარმატებულად გარდაქმნის და დაბალ მოლოდინებსა და სისტემურ ცრურწმენებს აჯობებს.

 

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

ესკალანტე თანდაყოლილ ნიჭზე მეტად “ganas” ანუ სურვილზე / მონდომებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განიხილეთ რას ნიშნავს იყოკარგი მოსწავლე”.

როგორ მოქმედებს მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობა, პასუხისმგებლობები (მაგ., ოჯახური ბიზნესი) და თანატოლების ზეწოლა მათ განათლებაზე?

როგორ დაეხმარა ესკალანტეს არატრადიციული მეთოდები, მაგალითად რეკვიზიტების გამოყენება, მსახიობობა და მათემატიკის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება მოსწავლეებს სწავლაში?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

მონდომება, თვითშეფასება, კულტურული იდენტობა, მენტორობის როლი, სტერეოტიპების და ცრურწმენების დაძლევა, განათლების ტრანსფორმაციული ძალა და სხვა.

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?