ტრუმენის შოუ (1998)
Media Key
07 აპრ. 2026
12-14

მოკლე სიუჟეტი

 

ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც სინამდვილეში არის რეალითი-შოუს მთავარი გმირი და ეს თავად არ იცის. მთელი მისი ცხოვრება ხელოვნურად შექმნილია, ხოლო მისი ასეთი ცხოვრება უწყვეტად გადაიცემა მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას თავისუფლებისა და ჭეშმარიტი რეალობის ძიებისკენ უბიძგებს

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

განმარტეთ ის სიმულაციური რეალობა სადაც ცხოვრობს მთავარი პერსონაჟი (ტრუმანი): ნარატივიდან გამომდინარე რა ხარვეზები და შეზღუდვები ვლინდება მოდელირებულ რეალობაში?

როგორ არის წარმოდგენილი მედიის ძალა? ვინ არიან მთავარი აქტორები და რა მოტივები ამოძრავებს მათ?

რის ძიებაშია ტრუმანი? განმარტეთ ის გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც ტრუმანს ეცვლება მსოფლმხედველობა.

როგორ ფიქრობთ, რა არის ფილმის მთავარი თეზისი / თეზისები?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

თვალთვალი, სიმულაციური რეალობა, უტოპია vs რეალობა, მედიის ეთიკა, ავთენტურობა, კომფორტი, თავისუფლება, “ამერიკული ოცნებადა სხვა.

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?