მოქალაქე კეინი (1941)

07 აპრ. 2026
12-14
მოკლე სიუჟეტი
ფილმი მოგვითხროვს მედია მაგნატ ჩარლზ ფოსტერ კეინის ცხოვრებაზე. კეინის სიკვდილის შემდეგ, ჟურნალისტი ცდილობს გაიგოს მისი ბოლო სიტყვის - „Rosebud“-ის (ვარდის კვირტი) მნიშვნელობა, რაც ავლენს კეინის ძალაუფლებისადმი სწრაფვას, მარტოობას და ბავშვობის ტრავმას.
კითხვები დისკუსიისთვის
თქვენი აზრით, რეალურად რას წარმოადგენს “ვარდის კვირტი”?
როგორ ფიქრობთ, ვინ არის ჩარლზ ფოსტერ კეინი, ბოროტმოქმედი თუ მსხვერპლი?
რამდენად აქტუალურია ფილმის კომენტარი მედიამაგნატებსა და „ყვითელ ჟურნალისტიკაზე“ დღეს?
ფილმში განხილული საგულისხმო თემები
ძალაუფლება, სიმდიდრე და კორუფცია, “ამერიკული ოცნების” ილუზია, ჭეშმარიტების და მეხსიერების სუბიექტურობა, მედია მანიპულაცია და ადამიანის ეგო და სხვა.
თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


