ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურის სოფელ მასაურაში, ყოროლისთავში, აგარაში, ქედქედში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუნეთსა და ზედა ჩხუნეთში 100-მდე ადგილობრივს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება შეასწავლა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა 13 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.




მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
19 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო
80 დღის წინ

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
93 დღის წინ

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
129 დღის წინ