
კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის - eAuction.ge-ის გამოყენებაში გადაამზადა. სემინარზე განხილული იყო პორტალის დანიშნულება, მისი შესაძლებლობები და გამოყენების წესები. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან კიკნაძე უძღვებოდა.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების ტრენინგ მოდულების გარდა, ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით შესაბამისი სემინარების ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი „Log-in Georgia“, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. „Log-in Georgia“ საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ოზურგეთში 170 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
25 დღის წინ

ComCom-მა ქობულეთში 1000-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
89 დღის წინ

ComCom-მა ხელვაჩაურში 800-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
124 დღის წინ

კომუნიკაციების კომისია ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ჩოხატაურის 11 სოფელში იწყებს
142 დღის წინ