ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
17 ოქტ. 2024
63 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 200 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტმა და მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ და ასევე, მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს. გადამზადების შემდეგ, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა X, XI და XII კლასებში მედიაწიგნიერების არჩევით საგანს გაუძღვნენ და 1 სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს მედიისა და ინფორმაციის ენა, ინფორმაციის დამუშავება, დეზინფორმაციის სახეები, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და სიმართლის დადგენის ტექნიკები ასწავლონ.
ComCom-მა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 2450 მასწავლებელია გადამზადებული. პროექტის შედეგად, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა, ხოლო იმავე წელს, საქართველოს ექვსმა სკოლამ მედიაწიგნიერების საგანი აირჩია და სწავლება დაიწყო. 2024 წლიდან კი ასეთი სკოლების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, საიდანაც 91%-ს საქართველოს რეგიონის საჯარო სკოლები წარმოადგენენ.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობა ComCom-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რათა სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების პროცესი ეფექტიანად და ნაყოფიერად წარიმართოს.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
32 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
57 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
68 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებაში 70 პედაგოგი გადაამზადა
77 დღის წინ