ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
21 მაი. 2024
438 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, თბილისის მე-6 და 177-ე საჯარო სკოლების 60 მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ კონკურსის წესები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
სემინარების ფარგლებში, ტრენერმა მოსწავლეებს ასევე BBC Academy-ის მასალებზე დაფუძნებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების ხერხები გაუზიარა. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებსაც, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები; ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა; ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია. გარდა ამისა, შეხვედრებზე განიხილებოდა წინა კონკურსების საუკეთესო ნამუშევრები.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
142 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
146 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
163 დღის წინ
ComCom-მა რუსთავში 60 მოსწავლე ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა
189 დღის წინ