როგორია კარგი ონლაინ მეგობარი?
17 აგვ. 2022
3527 ნახვა

ზრდილობიანი;  

მზრუნველი;  

კარგი მსმენელი;  

სანდო და საიმედო;  

მხიარული;  

გულწრფელი;  

საზრიანი;  

ეს კარგია, მაგრამ არავის შეუძლია ყოველთვის ასეთი იყოს. არავინ არის სრულყოფილი და სრულიად ბუნებრივია შეცდომების დაშვება, ან კოფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრა. თუმცა შეცდომა არ უნდა იყოს მეგობრობის დასასრული.

არსებობს ძალიან მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სიტუაციის გამოსასწორებლად.

მოიხადეთ ბოდიში!

ბოდიშის მოხდა შესანიშნავი საშუალებაა სიტუაციის გამოსწორებისთვის. ეს ეხმარება თქვენს მეგობარს გააცნობიეროს, რომ თქვენ არ გინდოდათ მისი გაღიზიანება და ხვდება, რომ ისევ გინდათ მდგომარეობის გამოსწორება და მეგობრობის გაგრძელება.

დაიმახსოვრეთ, რომ ქმედებება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ლაპარაკი! ასე რომ, ბოდიშის მოხდასთან ერთად იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი მეგობარი გაახაროთ.

რჩევები:

თუ შემთხვევით გააზიარეთ ის, რაც არ უნდა გაგეზიარებინათ და ამით თქვენი მეგობარი გაანაწყენეთ, ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად წაშალოთ ეს ონლაინ სივრციდან. თუ არ ხართ დარწმუნებული ეს როგორ გააკეთოთ, მიმართეთ ზრდასრულ ადამიანს დახმარებისა და რჩევისთვის.

თუ ვინმე გამოგრჩათ, ონლაინ აქტივობაში ჩართვიდან, მოუხადეთ მას ბოდიში და ეცადეთ იპოვოთ გზები, რომ მოგვიანებით დაამატოთ ისინი თამაშში ან ჯგუფში. თუ ამას ვერ ახერხებთ კარგი იქნება, თუ შექმნით ახალ ჯგუფს სადაც თავიდანვე ყველას გაითვალისწინებთ.

თუ შემთხვევით, რამე საწყენი წამოგცდათ, მოიხადეთ ბოდიში, აჩვენეთ თქვენს მეგობარს, რომ აფასებთ თქვენს ურთიერთობას და გააკეთეთ რამე ისეთი, რაც მას გაუხარდება.  

თუ არ ხართ დარწმუნებული ვისი ბრალია, ესაუბრეთ თქვენს მეგობარს პირადად რათა აჩვენოთ, რომ ზრუნავთ და გსურთ პრობლემის მოგვარება. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ინტერნეტით იცნობთ თქვენს მეგობარს, ესაუბრეთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ენდობით, რათა ის დაგეხმაროთ მეგობართან პრობლემის მოგვარებაში.

წყარო: https://www.childnet.com/help-and-advice/what-makes-a-good-online-friend/