ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა
19 ივლ. 2024
317 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს პროგრამაში ისეთი სამიზნე ჯგუფების ჩართულობას, როგორებიც არიან რეგიონში მცხოვრები ქალები, ასევე, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საჭიროებებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. საგულისხმოა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის გამოყენების შესახებ ცნობიერება „ყრუთა კავშირის“ 70-მდე წევრმა აიმაღლა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურის, ონისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. დღეის მონაცემებით კი, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში 162 სოფლიდან სულ 4500-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
22 დღის წინ
ComCom-მა ხობისა და აბაშის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრა გამართა
52 დღის წინ
ComCom-მა ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრები ჩაატარა
114 დღის წინ
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა
148 დღის წინ