
ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“ ჩაატარა, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
ლექციის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გაეცნენ ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის მაგალითებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის როლი და განხორციელებული პროექტები.
მედიაწიგნიერების შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ სენაკში 400 ბენეფიციარი ჰყავს
16 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
38 დღის წინ

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა
45 დღის წინ

ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
57 დღის წინ