კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტს შეუძლია.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პრიზები:
- I ადგილი - MacBook Air 15.3
- II ადგილი - iPhone 15 Pro
- III ადგილი - iPad 10.9
კონკურსის ვადები:
საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ 2023 წლის 10 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად:
1. კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com)
2. Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით
კონკურსის წესები:
სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ საკონკურსო დავალების ფორმატი. თუმცა, აუცილებელია ნაშრომის მოცულობის ლიმიტის გათვალისწინება:
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
- საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
- ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი
შეფასების კრიტერიუმები:
- რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
- რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
- რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
- რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი
! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
დავალების შესრულებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდს www.comcom.ge
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
143 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
147 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
164 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
185 დღის წინ