კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება IX, X და XI კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
დავალების წარმოსადგენად მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პრიზები:
- I ადგილი - iPhone 14 Pro
- II ადგილი - HP Pavilion
- III ადგილი - iPad 10.2
კონკურსის ვადები:
საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ 2023 წლის 10 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით.
საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად:
1. კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com)
2. Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://tinyurl.com/namdvilitumogonili
კონკურსის წესები:
მოსწავლეებმა თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტი:
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
- საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
- ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი
შეფასების კრიტერიუმები:
- რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
- რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
- რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
- რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი
! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
დავალების შესრულებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდს www.comcom.ge კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
142 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
146 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
163 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
184 დღის წინ